,,სანამ ყველა არ იქნება ვაქცინირებული, არ დასრულდება პანდემია'' - ბაკურ გოგოჭური საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს

,,სანამ ყველა არ იქნება ვაქცინირებული, არ დასრულდება პანდემია'' - ბაკურ გოგოჭური საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს

„ეს უნდა დასრულდეს. ყველანი  ცხოვრების ჩვეულ რიტმს უნდა დავუბრუნდეთ“, - აცხადებს კრივის თბილისის ფედერაციის პრეზიდენტი ბაკურ გოგოჭური და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ვაქცინა გვიცავს ჩვენც და ჩვენს ახლობლებსაც. 

„მე თვითონაც ვაქცინირებული ვარ და ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ყველა აიცრას. სხვა გამოსავალი არ არის, სანამ ყველა არ იქნება ვაქცინირებული, არ დასრულდება პანდემია.

ამ ორი წლის განმავლობაში, რაც ვირუსის გავრცელებამ დიდ მასშტაბებს მიაღწია, გადაიდო თითქმის ყველა შეჯიბრება.  სავარჯიშო პროცესი შეჩერდა და ამ მხრივ დიდი ჩავარდნა გვქონდა, თუმცა მაინც შევძელით ჩემპიონატებზე წარმატებების  მიღწევა. ახლა  შედარებით უკეთესი ვითარება გვაქვს, რადგან რეგულაციების დაცვითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით ვცდილობთ ყველა ვარჯიშის ჩატარებას. 
ეს უნდა დასრულდეს. ყველანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უნდა დავუბრუნდეთ. ამიტომ მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ აიცრან, პირველ რიგში - საკუთარი თავისთვის. აუცილებელია ვაქცინაცია, რომ დავიცვათ ჩვენი ახლობლები, ოჯახის წევრები და საბოლოოდ შევძლოთ პანდემიის დამარცხება", - განაცხადა ბაკურ გოგოჭურმა