საფრანგეთის რესპუბლიკამ ბიძინა ივანიშვილი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა

საფრანგეთის რესპუბლიკამ ბიძინა ივანიშვილი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა




საფრანგეთის რესპუბლიკამ ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიანიჭა
საფრანგეთის პრეზიდენტის განკარგულებაში მითითებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრია.
საპატიო ლეგიონის ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა. ქართველებიდან მისი კავალრები დიმიტრი ამილახვარი და ვახტანგ სეხნიაშვილი იყვნენ.

როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, „წელს ეს ჯილდო, მათ შორის იმ ადამიანებს გადაეცათ, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს“. საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d’honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა.