სოფელ გუგუთთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

სოფელ გუგუთთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა




საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე (გუგუთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

აღნიშნულ მონაკვეთზე, რამდენიმე საათის წინ  კლდის მასა ჩამოვიდა, რის გამოც ამ დრომდე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.