სოფელ გუგუთთან კლდის მასის ჩამოსვლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

სოფელ გუგუთთან კლდის მასის ჩამოსვლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია




საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე (გუგუთი) ჩამოვიდა კლდის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამ ეტაპზე, ტექნიკის მობილიზაცია მიმდინარეობს და გაწმენდითი სამუშაოები მალე დაიწყება.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.