სუს-მა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო (აუდიო ჩანაწერი)

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას.

გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას. მათ განზრახული აქვთ, აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელებით, გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. მსგავს ქმედებებს ადგილი შესაძლოა ჰქონდეთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში ეტაპირების დროსაც.
ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუყოვნებლივ წერილობით აცნობა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.
აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ საქმის ფიგურანტმა პირებმა, რომლებიც მოწმის სახით იქნენ დაბარებული გამოკითხვაზე, უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც ისინი გამოიკითხებიან კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოში.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებით მანიპულირება, პროცესების პროვოცირება და აღნიშნულით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო აქტივობას, რამაც შესაძლოა მოიტანოს მძიმე შედეგები და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის უსაფრთხოებას.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი.
ეხლა გთავაზობთ აუდიო მტკიცებულების ნაწილს, რომელიც მოპოვებულია სასამართლო განჩინების საფუძველზე. საუბარი მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. ჩანაწერი 2 საათიანია და დართული აქვს სისხლის სამართლის საქმეს.

***

ბ. წერედიანი: ჩვენ იცი რა უნდა გავაკეთოთო? არჩევნების დღესო, კეთილი უნდა ვინებოთო, მე მეუბნება, კეთილი უნდა ინებოო, სახლში ყველას უნდა დაემშვიდობოო, მოხვიდეო და თუ საჭირო იქნებაო, თავიც გაატეხინოო.

როგორც კი კიდევ ერთი აქცია იქნება ციხესთან, ეგრევე შევიკრიბებით, მივალთ ღარიბაშვილის სახლთან, გაფრთხილება უნდა იყოს ღარიბაშვილის და ჯანდაცვის მინისტრის და იუსტიციის მინისტრების, ეს სამი ლოკაცია უნდა იყოს.

თავისი მეგაფონებით ესენი არიან უშუალოდ აღმასრულებლები, რომლებიც გადაწყვეტილებებს ღებულობენ.

ცბ. წერედიანი: ჩვენ იცი რა უნდა გავაკეთოთო? არჩევნების დღესო, კეთილი უნდა ვინებოთო, მე მეუბნება, კეთილი უნდა ინებოო, სახლში ყველას უნდა დაემშვიდობოო, მოხვიდეო და თუ საჭირო იქნებაო, თავიც გაატეხინოო.

როგორც კი კიდევ ერთი აქცია იქნება ციხესთან, ეგრევე შევიკრიბებით, მივალთ ღარიბაშვილის სახლთან, გაფრთხილება უნდა იყოს ღარიბაშვილის და ჯანდაცვის მინისტრის და იუსტიციის მინისტრების, ეს სამი ლოკაცია უნდა იყოს.

თავისი მეგაფონებით ესენი არიან უშუალოდ აღმასრულებლები, რომლებიც გადაწყვეტილებებს ღებულობენ.

ციხეს ვერ აიღებ, ერთადერთი გზაა, ამას ჭირდება პარტიის რესურსი, გუშინ გვქონდა ამაზე საუბარი, მაგრამ არ ვიცი როგორ გადაწყდება. ეს არის-მიიყვან მანქანებს, 100-150 მანქანა, მიიყვან, ჩაკეტავ.

 გლდანის ციხის ირგვლივ რაც არის გზები, უბრალოდ მანქანებით უნდა ჩახერგო. ერთი 500-600 კაცი სჭირდება მობილიზებული. ვერ იზამენ ვერაფერს. როგორც კი დაჭირდება გადაყვანა, მერე გადაიყვანენ კლინიკაში. მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ჩვენ მაინც მაიდანი მოგვიწევს ბოლოს გაკეთება

 იმიტომ, რომ ესენი არჩევნებით არსად არ წავლენ, თუ არ ჩამოიშალა სისტემა, მაგრამ აქამდე უნდა მიიყვანო პროცესი. ამათ იმდენად საზიზღარი მეთოდებით მოუწევთ მეორე ტურის გაყალბება, რომ ჩვენ ქუჩაში მოგვიწევს გამოვარდნა.

ქუჩაში ჩვენ რომ გავალთ, რომ წავა ეს პროცესები, ამის მართვა შეუძლებელია, წვრილმანების დონეზე, თორემ გლობალურად შეიძლება მართო პროცესი ქუჩაში, მაგრამ წვრილმანებში ვერ მართავ და იქ ერთი ადამიანი, ორი და სამი ადამიანი დაზიანდება,

მერე უკვე პროცესი წავა უმართავი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ 30-სთვის, ეს ადამიანი დათმობას არ აპირებს და ჩვენ მართლები ვიქნებით ყველასთან. ეს ორი ამოცანა გვაქვს. ეხლა მინდოდა, მზად ვართ ამისთვის, რომ დღეს კი არ

მივუვარდეთ ღარიბაშვილს, უბრალოდ გამოვიდეთ, დავდგეთ და ვუთხრათ, რომ კიდევ ერთი კონტრაქცია იქნება, ასეთი ნაგვის, რომელიც იქ არის და შენს სახლთან 11 საათამდე რომ მოვალთ 5 საათზე, არც შენ, არც შენს ცოლ-შვილს და არც შენს სამეზობლოს

ცხოვრება აღარ გექნებათ. მოვიტან მეგაფონს, ვიყვირებ, გლანძღავ, გაფურთხებ. გლდანის ციხესთან მანქანებს დავაყენებთ იქ, ნიკა რომ ლაპარაკობს ეხლა, გვარამია, რუსთავი 2 ის ეზოში დღეს და ღამეს ვათენებდით.

 მელიას, ნაცების ოფისში რომ ვიჯექით დღე და ღამე, იქ ვერ დავჯდებით მანქანებში 2-3 დღე? პარტიამ ეს უნდა გადაწყვიტოს.იხეს ვერ აიღებ, ერთადერთი გზაა, ამას ჭირდება პარტიის რესურსი, გუშინ გვქონდა ამაზე საუბარი, მაგრამ არ ვიცი როგორ გადაწყდება. ეს არის-მიიყვან მანქანებს, 100-150 მანქანა, მიიყვან, ჩაკეტავ.

 გლდანის ციხის ირგვლივ რაც არის გზები, უბრალოდ მანქანებით უნდა ჩახერგო. ერთი 500-600 კაცი სჭირდება მობილიზებული. ვერ იზამენ ვერაფერს. როგორც კი დაჭირდება გადაყვანა, მერე გადაიყვანენ კლინიკაში. მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ჩვენ მაინც მაიდანი მოგვიწევს ბოლოს გაკეთება

 იმიტომ, რომ ესენი არჩევნებით არსად არ წავლენ, თუ არ ჩამოიშალა სისტემა, მაგრამ აქამდე უნდა მიიყვანო პროცესი. ამათ იმდენად საზიზღარი მეთოდებით მოუწევთ მეორე ტურის გაყალბება, რომ ჩვენ ქუჩაში მოგვიწევს გამოვარდნა.

ქუჩაში ჩვენ რომ გავალთ, რომ წავა ეს პროცესები, ამის მართვა შეუძლებელია, წვრილმანების დონეზე, თორემ გლობალურად შეიძლება მართო პროცესი ქუჩაში, მაგრამ წვრილმანებში ვერ მართავ და იქ ერთი ადამიანი, ორი და სამი ადამიანი დაზიანდება,

მერე უკვე პროცესი წავა უმართავი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ 30-სთვის, ეს ადამიანი დათმობას არ აპირებს და ჩვენ მართლები ვიქნებით ყველასთან. ეს ორი ამოცანა გვაქვს. ეხლა მინდოდა, მზად ვართ ამისთვის, რომ დღეს კი არ

მივუვარდეთ ღარიბაშვილს, უბრალოდ გამოვიდეთ, დავდგეთ და ვუთხრათ, რომ კიდევ ერთი კონტრაქცია იქნება, ასეთი ნაგვის, რომელიც იქ არის და შენს სახლთან 11 საათამდე რომ მოვალთ 5 საათზე, არც შენ, არც შენს ცოლ-შვილს და არც შენს სამეზობლოს

ცხოვრება აღარ გექნებათ. მოვიტან მეგაფონს, ვიყვირებ, გლანძღავ, გაფურთხებ. გლდანის ციხესთან მანქანებს დავაყენებთ იქ, ნიკა რომ ლაპარაკობს ეხლა, გვარამია, რუსთავი 2 ის ეზოში დღეს და ღამეს ვათენებდით.

 მელიას, ნაცების ოფისში რომ ვიჯექით დღე და ღამე, იქ ვერ დავჯდებით მანქანებში 2-3 დღე? პარტიამ ეს უნდა გადაწყვიტოს.

ბ.წერედიანი: 70 000 კაცი რომ გვედგა იქ, ვეუბნებოდი რომ ხვალამდე მივცეთ ულტიმატუმი, თუ არა და კანცელარიას მივადგეთ, ჰა 70 000 კაციო, ჰა მიკროფონიო და მართეო, მითხრა და პასუხისმგებელი შედეგებზე შენ იყავიო.

იმ 70 000-დან 7000 ხო მაინც დარჩებოდა ჩვენნაირი გიჟი. მაგრამ ეხლა უყურე რა სიტუაციაა, ორი ომი მაქვს გამოვლილი, და აკობშიც რომ ზიხარ, მაშინაც რომ ისროლო, ბრძანებას ელოდები. ბრძანების გარეშე ომის დაწყება კატეგორიულად... მე ამას ვერ ავიღებ საკუთარ თავზე. იმისი პირდაპირი ბრძანების გარეშე, რომ შენ ეს უნდა დაიწყო და გააკეთო და როგორც კი ეს მითხრა.. ვსო, დამთავრებულია რა.. ორი კაცი რომ მოკვდეს, რომ გამოვიდეს მერე ის და გითხრას, რომ შენ შვილო კამანდა გქონდა ჩემგან? ეს რომ გააკეთე, ვინ გითხრა ამის გაკეთება?

დაუდგენელი პირი: მე ბატონ მიხეილთან ვმუშაობდი თანაშემწედ, კვირაია იყო შს მინისტრი, ბახტრიონზე ცხოვრობდა ეს კაცი, იჭერდა და მერე მე-6 სართულიდან ყრიდა ახალგაზრდებს, ერთ დღეს გავიგე, რომ მისი შვილი ვიღაცა გამწარებულმა მოკლა ჩანგლებით, ანუ რისი თქმა მინდა, ყველა ვინც კარგად ცხოვრობს დღეს, არ არიან დაცულები, თუ აირია ქვეყანა და შეუქცევადი პროცესები წავიდა, აი ესეც უნდა ვუთხრათ და გავაგებინოთ, რომ წამოვიდნენ 30-ში და აღარ შემოხაზონ.

გიორგი შერვაშიძე: დავუჯდებით ღარიბაშვილს სახლში ყავის დასალევად.

დაუდგენელი პირი: თუ გადაიყვანეს იქ ციხის საავადმყოფოში, რას ვაკეთებთ. შტურმი მაშინ. აბა სხვა რა. აუცილებლად. შტურმის გარეშე გამოსავალი არ არის. აბა როგორ.

დაუდგენელი პირი: გინდათ თქვენ. უსისხლოდ შედეგი დამდგარა?

ბ.წერედიანი: ისეთი უმართავი პროცესები წავა ქვეყანაში..

დაუდგენელი პირი: დაიწყება ამ ბანდფორმირებების , ავაზაკების თარეში.

ა.მილორავა: მხედრიონი მონაგონი იქნება მერე.