უეფას 45-ე კონგრესი მონტროში

უეფას 45-ე კონგრესი მონტროში




შვეიცარიის ქალაქი მონტრო, უეფას 45-ე კონგრესს მასპინძლობს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ფედერაციის ხელმძღვანელები 20 აპრილს მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ. საქართველოს უეფას კონგრესზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი წარმოადგენენ.

უეფას კონგრესის შვეიცარიაში, თბილისის დროით 12 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.

უეფას კონგრესის დაწყებამდე, 19 აპრილს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ევროტურნირები 2024-2025 წლის სეზონიდან დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცეს.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებში გულშემატკივრების დასწრების კვოტირება იყო. ამ დრომდე არ არის დაზუსტებული თუ რა რაოდენობის გულშემატკივარი დაესწრება მატჩებს, რომლებიც ბილბაოში, მიუნხენსა და დუბლინში უნდა გაიმართოს.

უეფას გადაწყვეტილებით ახალი ფორმატით გაიმართება ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

დღესვე ცნობილი გახდა რამდენიმე ტურნირის მასპინძელი ქვეყანა:

17-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი
2023 წელი - ესტონეთი
2024 წელი - შვედეთი
2025 წელი - ფარერის კუნძულები

19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი
2023 წელი - ბელგია
2024 წელი - ლიეტუვა
2025 წელი - ბელარუსი

17-წლამდე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი
2023 წელი - უნგრეთი
2024 წელი - კვიპროსი

19-წლამდე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი
2023 წელი - მალტა
2024 წელი - ჩრდილოეთ ირლანდია
2025 წელი - რუმინეთი

19-წლამდე ფუტსალის ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს კი,  2022 წელს ესპანეთი უმასპინძლებს.