უკრაინამ მეგის ქარდავას ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინამ მეგის ქარდავას ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო




უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს გადასცეს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდში ბრალდებული მეგის ქარდავა.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქარდავას უკვე ჩაბარდა, რომელიც საექსტრადიციო პატიმრობაში გადაიყვანეს.

მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურა ქარდავას ექსტრადიციას დაკავების დღიდან ითხოვს.

მეგის ქარდავას წინააღმდეგ აღძრულია 11 სისხლის სამართლის საქმე, გარკვეულ საქმეებზე დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.