“ქართული ოცნება”: სერვერზე ხორციელდება მასშტაბური კიბერშეტევები

“ქართული ოცნება”: სერვერზე ხორციელდება მასშტაბური კიბერშეტევები




"ქართული ოცნების" განცხადება:

“ქართული ოცნების“ სერვერზე ხორციელდება მასშტაბური კიბერშეტევა, არსებული მოვლენების ფონზე, რთული გამოსაცნობი არაა, თუ საიდან შეიძლება, მომდინარეობდეს ეს დანაშაულებრივი აქტი. აშკარაა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის დანაშაული იქცა მოქმედების თითქმის ერთადერთ ფორმად. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ აღნიშნული კიბერდანაშაული”.