ქუთაისში ახალი მუნიციპალური ავტოპარკი შენდება

ქუთაისში ახალი მუნიციპალური ავტოპარკი შენდება




ქუთაისში ახალი მუნიციპალური ავტოპარკის მშენებლობა მალე დასრულდება. მიმდინარე სამუშაო პროცესს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. 
ავტოპარკში მოეწყობა ღია სადგომი 80 ავტობუსისთვის, ადმინისტრაციული  და ტექნიკური მომსახურების სერვის-ცენტრის შენობები. 
პროექტის ღირებულებაა 2 მილიონ 640 ათასი ლარი, სამუშაოებს შპს „სკაი ჰაუსი“ ასრულებს.
ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 175 ავტობუსი უკვე გადასცა 6 ქალაქს. 60 ერთეული ავტობუსი გადაეცა ქუთაისს, რუსთავს - 40, გორს - 30, ზუგდიდს - 25, თელავსა და  ფოთს - 10-10 ავტობუსი.
პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მოიცავდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის თანამედროვე სტანდარტების ავტობუსების შეძენას. კონტრაქტის საერთო ღირებულებამ 18.7 მილიონი ევრო შეადგინა.