ყვარელში ,,საქართველოს ბანკის'' ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია

ყვარელში ,,საქართველოს ბანკის'' ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია




„რამდენიმესაათიანი სპეცოპერაცია წარმატებითაა დასრულებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს და გაანეიტრალეს პირი, ვინც იყო ბანკში და რომელსაც ჰყავდა მძევლები“, - განაცხადა შსს-ს საზოგადოებასთან უერთიერობის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი კოვზიაშვილმა.

„საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით 3 საათის წინ შეიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.