შალვა პაპუაშვილი: დაბრალებებს არ ვიყოთ, რა ძალადობა?

შალვა პაპუაშვილი: დაბრალებებს არ ვიყოთ, რა ძალადობა?




საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ,,ნაცმოძრაობის" დეპუტატს, ზაალ უდუმაშვილს პასუხობს, რომელიც აცხადებს, რომ დღევანდელ ე.წ. სხდომაზე მან თინა ბოკუჩავაზე იძალადა. ცნობისათვის: როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში ანგარიშის ჩასაბარებლად მივიდა, ოპოზიციამ სხდომა ჩაშალა. შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარეს ,,განარიდა". 

შალვა პაპუაშვილი: 

დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?
ძალადობა ის იყო, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში. 
ძალადობა სიმართლეზე, ძალადობა მორალზე, ძალადობა პარლამენტზე.
ისტერიამდე მისული დესტრუქცია, ტრიბუნის დაბლოკვა, მაგიდაზე ფეხით შემდგარი, სპიკერატისკენ გაქანებული და მანდატურთან მოჭიდავე დეპუტატები.
სირცხვილი, რომელსაც ვერ გრძნობენ.
თინასთან ვწუხვარ.