შალვა რამიშვილი: მალე ამ ბნელეთისგან განვიკურნებით

შალვა რამიშვილი: მალე ამ ბნელეთისგან განვიკურნებით




შალვა რამიშვილი (,,პოსTV"-ის ხელმძღვანელი):

2000-იანების სატლევიზიო ბუმმა ბევრი ახალგაზრდა გოგონა და ბიჭუნა შეჰყარა ჟურნალისტიკაში. აი, აქ იწყება ჟურნალისტიკის ჟჟჟჟურნალისტიკად ტრანსფორმაცია.
წერა-კითხვის უნარისა და ლოგიკურად აზროვნების დეფიციტის მქონე ახალგაზრდები, რომლებიც არ იმსახურებდნენ ამ პროფესიაში ყოფნას, ეთერს მოედნენ. ჩამოყალიბდა ჟჟჟჟურნალისტთა  კასტა, რომლის წევრებიც კარგად იცნობენ, დაქალობენ, ნათელ-მირონობენ ერთმანეთთან.
საათობით რესპონდენტის ლოდინისას გოგონები ემეგობრებოდნენ  ერთმანეთს და ხდებოდა ე.წ. "კუტოკების" წარმოშობა.
ხშირ შემთხვევაში ამ "კუტოკებს" ერთმანეთთან არა იდეური ერთობა, არამედ ჩემთვის ჯერ აუხსნელი გემოვნებითი სიახლოვე ადუღაბებდა.
ეს ჟჟჟურნალისტები  მენტალური პროვინციიდან ჩამოეხეტნენ  მენტალურივე "გოროდში" და  როგორც სტეპების ბარბაროსები არბევდნენ ზღვისპირა ათასწლოვანი ცივილიზაციის დედაქალაქს, ისე ეპყრობოდნენ ქართული კულტურის ნაშთებს.
ამასთან, ეს არაა სოციალური ვანდეა, როცა ახალი ებრძვის ძველს და ამკვიდრებს სიახლეს. არამედ, ესაა ვანდალთა კრებული, რომელიც ჩვენი კულტურის არტეფაქტებს ისე ექცევა, როგორც ვინმე ველური გენიალურ სტატუას.
ამას ემატება ნაცმოძის ლეშისმჭამელური ნარატივი, რომლებიც ამ ახალგაზრდებს სხვის უბედურებაზე დაგეშილ  არსებებად აქცევს და აიძულებს მშობლებდახოცილი ბავშვის ფოტოების ფრიალს ან შვილმკვდარი მამის ემოციებით საეთერო სპეკულაციებს.
ეს არაა ჩვენი ქვეყნისთვის ორგანული. ეს არაა ნაღდი. ძალიან მალე მოვა დრო და ამ ბნელეთისგან განვიკურნებით. 
მაგრამ ჯერ-ჯერობით, როცა სახელმწიფოც ერიდება ამ კლანთან ევროპული კანონმდებლობით დაპირისპირებას, ჩვენ  გაოცებით უნდა ვუმზიროთ ამ ქაჯობას.
აი, ამის წინააღმდეგ ვიბრძვი. 
ამ სტატუსის შემდეგ არ ველი ჩემს წინააღმდეგ შეურაცხყოფათა ნაკადის გაძლიერებას.  ეს ტექსტი ხომ მათთვისაა, ვისაც ,,ჩიპოლინოს თავგადასავალი" მაინც წაუკითხავს. აბა, ჟჟჟჟურნალისტები რას გაიგებენ  ჩინურ ენაზე დაწერილს.