წითელი პრესა და ,,კაგებეშნიკი'' ქინძებისგან დატერორებული ,,ავანტყოფი'' ერი

წითელი პრესა და ,,კაგებეშნიკი'' ქინძებისგან დატერორებული ,,ავანტყოფი'' ერი




ნაცავაზაკთა ბელადის დაპირებულმა „სიურპრიზმა“, რომელიც ნოდარ მელაძემ „ჩვეული ოსტატობით“ გაახმოვანა – მალევე გაირკვა, რომ – ფაბრიკაციაა. „ნაცმოძრაობის“ კონტროლს დაქვემდებარებული წითელი მასმედია, კვლავ კაგებეშნიკური მეთოდებით ცდილობს ადამიანების დატერორებას და საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური შტურმის მიტანას. 
წარსულში სოციალური ქსელით სწორედ კაგებეშნიკების აყვავებული ქინძის თემურ ალასანიას და მთავარი ქინძის სააკაშვილის მუქარის შემცველი საუბარი გავრცელდა, – ერთ მილიონს გადავიხდი, ვინც „სნაიპერესკი ვინტოვკით“ მოკლავს ივანიშვილსო! 
„მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ორი ელემენტის გაძლიერება გვჭირდება: რევოლუციური ახალგაზრდობის და მეორე, თბილისის “midle class“-ის, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში რევოლუციას ეგენი ახდენენ. მანდ გვაქვს სერიოზული ჩავარდნა იმიტომ, რომ ამათ წარმოიდგინეს, რომ თბილისი ეს არის ბაზრობებზე სიარული და გლდანის მეტროში და ეგ, ეგრე არ არის. ისიც არის, მაგრამ გადამწყვეტი რევოლუციური მუხტი არის აი ეს “helf made“ ბიზნესები თბილისის ცენტრში. 
თემურ ალასანია: ჩვენი მომხრეები ეგენი არ არიან, თავიდანვე გითხარი. აი, ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს არ გამოვა. 
მიხეილ სააკაშვილი: და თან, ამ სირებს რომ ჰგონიათ, რომ ამათთან რაღაც დიდს მიაღწევ. 
თემურ ალასანია: არა. ეს არის „ავანტყოფი“ ერი რა. ეს არის... ამათ სანამ არ დაა... ვამ თავზე და სანამ დედას არ მოუ...ავ, ვერ იგებენ ვერაფერს რა. 
მიხეილ სააკაშვილი: ეგრე იყო ეგ ხალხი მთელი ცხოვრება და ახლა რატომ იქნება...
თემურ ალასანია: მაგათი დედა მოვ...ან მე ქართველების „პროსტა“. ქართველების დედა მოვ...ან „პროსტა“. ვინ არიან ესენი ტო? ეს „ავანტყოფი“ ერი ვინ არის ტო? დავიღალე იცი „პროსტა“ აი ცდისგან. ვზივარ, ვზივარ, ვზივარ. რაღაც ზარებს ველოდები რაღაცას. მივდივარ-მოვდივარ... სულ რაღაცა ხვალ-ზეგ, აი, ახლა მოხდება, აი, ახლა მოხდება...“ 
ეს არის ნაცბანდის და მათი მხარდამჭერების უზუსტესი შეფასება – „ავანტყოფი სირები“. რაღაც არ მახსენდება ამ ჩანაწერზე „ავანტყოფი“ ნაცლიდერების შეშფოთება. ნუ, რუსეთის კლოუნს და მის ბიძას ყველაფერი ეპატიება... მძიმე მოსასმენია მკვლელების, ყაჩაღების, ყველანაირი სიბინძურის მკადრებლების, ქვეყნის და ხალხის გამანადგურებელი სექტის წარმომადგენლებისგან იმის მოთხოვნა, რომ თურმე ირაკლი ღარიბაშვილი, ჩუბინიძე და ბერაც უნდა გადადგნენ და გამოძიება დაიწყოს. აი, ბერა საიდან უნდა „გადადგეს“ უცნობია. 
რაც შეეხება გამოძიებას, რაც მელაძის შოუში გავიდა არის სისხლის სამართლის დანაშაული – სსკ 158-ე მუხლი, ისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ფარული მოსმენა და მერე გასაჯაროება, ისჯება გამვრცელებელიც და ისჯება ჩამწერიც, ბერა ივანიშვილი არ არის თანამდებობის პირი და როცა ეს ჩანაწერი (შემდეგ ფაბრიკაცია) გაკეთდა, თანამდებობის პირი არც ირაკლი ღარიბაშვილი გახლდათ და არც ანზორ ჩუბინიძე. აღნიშნულთან დაკავშირებით უპირობოდ უნდა დაიწყოს გამოძიება! „ქვეყანაში უსამართლობის აჩრდილი დაჰქრის“-ო, ოხრავდა მელაძე, რომელსაც ჯერ კიდევ „მიშას ხანაში“ ნანახი ექნებოდა ირაკლი ოქრუაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წინააღმდეგ სატელევიზიო გამოსვლა, სადაც პირდაპირ ამხილა ნაცრეჟიმი -„ყოველდღიური რეპრესიები, სახლების და ეკლესიების რბევა, ძარცვა, ადამიანების გაკულაკება და კაცის კვლა, ამას მინდა ხაზი გავუსვა — კაცის კვლა იქცა ხელისუფლების ჩვეულებრივ წესად!“ ან, ნაცპრემიერ ვანო მერაბიშვილის გაცემული „სამართლიანი“ ბრძანება ორ გვამზე! თუმცა მაშინ „ავანტყოფმა სირებმა“ მხოლოდ ერთი — გია კრიალაშვილის გვამი მიართვეს და მისი ოჯახი დღემდე ცდილობს იმ დამნაშავეების დასჯას. 
სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, მოახდინეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება, რის შემდეგაც თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს. ერეკლე კოდუას დავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით.
ცემის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება. ტურფა ნანულისთან განხორციელებული ზარის გამო, გარეწარმა კოდუამ სვანეთში უდანაშაულო ბიჭები დააკავა, ნარკოტიკი ჩაუდო, ძალით გაუკეთა და დააკავა! ნუ, „ბარიგა“ დედამისმა რამდენი ბიზნესმენი გაამწარა და ქონება, როგორც მიშა უწოდებს, სირი კოდუას დახმარებით აახია, ვინ მოთვლის. უსამართლობასთან „მებრძოლ“ მელაძეს და მის დამფინანსებლებს თუ დამცველებს, პოლიციელების მიერ ჩახოცილი და მერე კრიმინალებად მონათლული ბუტა, სანდრო, გამცემლიძე, შვილი ვაზაგაშვილი და მის საფლავზე დაკლული მამა და ასობით უდანაშაულო, საჯიშე ახალგაზრდა არც ემახსოვრებათ, რადგან მაშინ მათთვის „სამართლიანობის“ აჩრდილი დაჰქროდა. არადა, სწორედ უსამართლოდ ჩახოცილი, ციხეში ნაწამები. მოკლული პატიმრების აჩრდილები აედევნებიან მალე ნაცჯალათებს და სიცოცხლეს გაუმწარებენ! მელაძე ხშირად აკავშირებს „შავებს“ ბერასთან და იქნებ, „სანდო“ წყაროსგან გაიგოს ვარდების რევოლუციის დაფინანსებაში კანონიერ ქურდებს რამდენი მილიონი დოლარი აქვთ გადახდილი მთავარი ქინძისთვის. ან, ძმები რურუების ჩამოყვანა და „ბოროტების“ რეანიმაცია რაში დასჭირდა მის „ბატონს“? სანამ გაიგებს, „პოლიტპატიმარ“ჟორიკას კალთა ფარავდეს... გამაოცა ხაზარაძის უტიფარმა განცხადებამ და მოთხოვნამ ღარიბაშვილის და ჩუბინიძის გადადგომის შესახებ. 
ორგანიზებულ დანაშაულზე ლაპარაკობს კაცი, რომელიც ციხეში მყოფ პატიმრებს „თიბისი ბანკიდან“ მილიონიან კრედიტებს უფორმებდა და მერე ბიზნესებს ართმევდა. მაგალითად, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, „კონსტანტა ბანკის“ გენერალური დირექტორი თამარ ლებანიძე და კომპანია „მაგნატის“ ყოფილი მფლობელი ჯემალ ლეონიძე, რომელსაც მამუკა ხაზარაძე სწორედ თამარ ლებანიძის, ანზორ ქოქოლაძისა და თამაზ ელიზბარაშვილის მსგავსად მოექცა. სასამართლომ და პროკურატურამ ერთხმად აღიარეს, რომ ლეონიძეს „თიბისი ბანკმა“ დიდძალი მატერიალური ზარალი მიაყენა და მისი პატიმრობა განპირობებული იყო პოლიტიკური ნიშნით. „ქოქოლაძის თქმით, მამუკა ხაზარაძე ეხმარებოდა ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბიზნესის, ამ შემთხვევაში, „ელიტ ელექტრონიქსის“ დატერორებაში. 
„ნაცმოძრაობა“ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, რომელსაც პოლიტიკური აქტივობის უფლება არ აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიზანმიმართულად აღიზიანებენ მათ მიერ ნატანჯ ხალხს და ცდილობენ ვითარების დესტაბილიზაციას, „ნაციონალური მოძრაობა“ არის კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ფლობს უზარმაზარ თანხებს. ეს ის ფულია, რომელიც ქართველ ხალხს ამოაცალეს ჯიბიდან. სწორედ ამ ფულით ცდილობენ პროვოკაციების მოწყობასა და ქვეყანაში ქაოსის დათესვას. პირველ რიგში, სააკაშვილი უნდა წარსდგეს საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე, რადგან 2008 წლის ომში მის ბრძანებებს შეეწირა ათასობით უდანაშაულო ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლეობა. უკრაინულმა ვებგვერდმა წინა ხელისუფლების დროს, სამეგრელოში გადაღებული წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელშიც მამაკაცზე სექსუალურად ძალადობენ და ასე აიძულებენ ჩვენების მიცემას. ვიდეო სრულდება მიხეილ სააკაშვილის, გივი თარგამაძის, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფოტოებით და წარწერით, „სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების შედეგი“. სექტა, რომელიც ერთმანეთის ცოლებთან შვლიჭინით იყო დაკავებული და ერთმანეთზე კოპრომატები აქვთ, ყველაფერზე არიან წამსვლელები. მათ ერთად ჩადენილი სიბინძურე აერთიანებთ. სოციალურ ქსელში უამრავი მომხმარებელი იხსენებს ნაცგარეწრების მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულს და ამ გახსენებაში ლომის წვლილი ისევ ნაცმედიას მიუძღვის. ნაცებისთვის „მიუღებელ“ ირაკლი ღარიბაშვილს თუ სხვა, ხალხისთვის მისაღებ პერსონას, რაც მეტ ტალახს ესვრიან, „ქართული ოცნება“ უფრო მეტ მხარდამჭერს შეიძენს და უფრო ხშირად, წვრილად გავიხსენებთ ქინძაძოების კრიმინალურ წარსულს და უფრო მეტი ხალხი მოითხოვს იმ დაწყევლილ პერიოდში ნაცზონდერების მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების გამოძიებას და ნაცრეჟიმის მკაცრად დასჯას!

ქეთევან ზარნაძე

"საერთო გაზეთი"