წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

წმინდა ცეცხლი გადმოვიდა




იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან, ზეციური ცეცხლი თბილისის დროით, 14:55 საათზე გადმოვიდა. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ტაძარში რიტუალზე დასწრების უფლება მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს შეეძლოთ. მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.