ხათუნა ხოფერია: არ იქნება არანაირი შერიგება!

ხათუნა ხოფერია: არ იქნება არანაირი შერიგება!

ხათუნა ხოფერია (ყოფილი პარლამენტარი):

ერთი კვირის წინ ბაზრობაზე ვიყავი.  
- თქვენ ხათუნა ხოფერია ხართ?- მკითხა ჩემი ასაკის ქალბატონმა.
 ნიღაბი ჩამოვიწიე და მივესალმე. 
- ჩემი მეზობლების ამბავი უნდა გიამბოთ. მიშას მიერ განადგურებული ოჯახის.
  ტიროდა და ისე მიყვებოდა ქადაგიშვილების ამბავს... უკარგესი, ნიჭიერი, მის თვალწინ გაზრდილი ბიჭის ციხეში გამომწყვდევის, ცემის, შეურაცხყოფის, ფიზიკური დაავადების და ციხიდან გამოსვლის შემდეგ გარდაცვალების ტრაგედიას, ასვე დაჭერილი, ცემაში დაუძლურებული  მამის სიკვდილის ფაქტს... 
- მიშამ მოკლა, გესმით, მიშამ მოკლა...  - მიმეორებდა ყოველი წინადადების შემდეგ. 
  ჩემი პატივისცემა ქალბატონ ნანას, ნაციონალური რეჟიმის მიერ მოკლული შვილის დედას, ასევე მოწამეობრივად მოკლული მეუღლის ქვრივს,  რომელმაც შეძლო სულიერი სიმტკიცის შენარჩუნება  და ბრძოლაში ჩაება უდიდესი ტკივილის, გაუსაძლისი წლების, თავადაც სააკაშვილის პირადი პატიმრობის  შემდეგ!
   არ იქნება არანაირი შერიგება!
   დასასჯელი უნდა დაისაჯოს! სამართლიანობა უნდა აღდგეს!
   ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, დიპლომატებმა, უცხოელმა პოლიტიკოსებმა თავი უნდა დაანაბონ ჩვენ შიდა საქმეებში ჩარევას და იდიოტური "რჩევების" მოცემას! ასევე მუქარასა და ულტიმატუმებს!
   დღეს ბრძოლა მიდის დამოუკიდებელი, თავისუფალი, სამართლიანი, ძლიერი, ღირსეული საქართველოსთვის!
  ე.ი. დღეს ვიბრძვით სააკაშვილის და მისი 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის გასასამართლებლად!
ჩვენ გავიმარჯვებთ!