ხათუნა ხოფერია: და თქვენ აუცილებლად გასამართლდებით!

ხათუნა ხოფერია: და თქვენ აუცილებლად გასამართლდებით!




ხათუნა ხოფერია (ექს-პარლამენტარი):

საერთაშორისო ტრიბუნალმა უნდა გაასამართლოს ყველა ის ორგანიზაცია თუ კერძო პირი, ვინც შექმნა, დააფინანსა და ორგანიზება გაუკეთა სექსუალური უმცირესობებისთვის პირადი ცხოვრების უფლების ჩამორთმევის  გეგმას!!!
  დიახ, ის, რაც ხდება დღეს მსოფლიოში, სხვა არაფერია, თუ არა იძულებით, ზეწოლით, შანტაჟით, ფულით მანიპულირება ადამიანების  ერთი ჯგუფის პირადი ცხოვრების!
     გამოიტანე საჯაროდ შენი ცხოვრების დეტალები!
      გახადე შენი პირადი ცხოვრება საზოგადოების მსჯელობის საგანი!
      დაგვიმტკიცე, რომ შენ საზოგადოება გიჭერს მხარს!
      მოაწყვე საჯარო დემონსტრირება შენი ფარული, პირადი ცხოვრების და დაამტკიცე, რომ საზოგადოებისთვის მისაღები ხარ!
    რა არის ეს?...   
     რა არის, თუ არა მცდელობა, პიროვნების ყველაზე თავისუფალი და დაცული სფერო,- პირადი ცხოვრება,  გახადო საზოგადოებაზე დამოკიდებული!
    გაიარე დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე თავისუფლად და მიაღწიე იმას, რომ ხალხმა დაგიკრას ტაში!
    რატომ?!..
რატომ უნდა იყოს ვინმეს პირადი ცხოვრება, სექსუალური არჩევანი, ლტოლვა და ლოგინი საზოგადოების ტაშზე დამოკიდებული?..
   რატომ?..
   ჰიტლერი მათ ხოცავდა! საბჭოთა სისტემა მათ ასამართლებდა!  მსოფლიო დემოკრატიამ ისინი პირადი თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ფარულობის დაცულობისგან "გაანთავისუფლა" და ხალხის სამსჯავროზე დაყარა, როგორც გაურკვეველი "სორტის" საქონელი!
   მიდით! ივაჭრეთ!..  ვინ რამდენს გადაიხდით ამ ადამიანების პირად ტრაგედიასა თუ პირად ბედნიერებაში?!
   მიდით, დაარწმუნეთ ისინი, რომ თქვენი ფულის, ხალხის ტაშის, კონსტიტუციაში ჩანაწერის გარეში არაფერს წარმოადგენენ!  რომ მათი შექმნილი ხელოვნების ნიმუშები, გენიალური მეცნიერული აღმოჩენები, ლიტერატურული ქმნილებები სხვა არაფერია, თუ არა საწყალი "პიდარასტის"  უსუსური ცხოვრების შედეგი. დიახ, თქვენ, ვინც "იცავთ" მათ უფლბებს, ვინც საჯაროდ დემონსტრირებთ მათ განსხვავებულობაზე, ტირით და გულამოსკვნილი კრუსუნებთ, თქვენ არღვევთ და ანადგურებთ მათ ცხოვრებას! მათ თავისუფლებას! მათ ფარულ, ე.წ. პირად ცხოვრებას! 
    თქვენ წაართვით ამ ადამიანებს სრულფასოვნების განცდა!  თქვენ წაართვით მათ უფლება, იყვნენ, უბრალოდ, ნიჭიერები, ბედნერები, შემოქმედნი, მოღვაწეები... თქვენ ისინი  ლჯბტ თემად აქციეთ!   
   თქვენ უნდა გასამართლდეთ!
   თქვენ, ჩვეულებრივი ადამიანების პირად ცხოვრებაზე მოკუნტრუშე, მოტირალო, მოღლიცინე, გამდიდრებულო "უფლებადამცველებო"!
    ...და თქვენ აუცილებლად გასამართლდებით!