ხათუნა ხოფერია: ქალბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ წინადადებით

ხათუნა ხოფერია: ქალბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ წინადადებით




ხათუნა ხოფერია (ყოფილი პარლამენტარი):

საქართველოს პრეზიდენტს!
ქალბატონო სალომე, მოგმართავთ წინადადებით, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბევრ ქართველს გაახარებს და თქვენც და ჩვენც მოგვცემს  საშუალებას მადლიერების გამოხატვის!  ისტორიული სამართლიანობის აღდგენის!
  საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომლითაც ჯილდოვდება პირი საქართველოსთვის ჩადენილი განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული საქციელისათვის. საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებით პირს ენიჭება საქართველოს ეროვნული გმირის საპატიო წოდება. 
ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოების უფლება აქვს პრეზიდენტს საკუთარი გადაწყვეტილებით.
  დიახ, თქვენ გაქვთ ექსკლუზიური უფლება ისტორიული სამართლიანობის არდგენის, რადგან 9 აპრილის გმირებს, დღესაც მოიხსენიებს ხალხი, როგორც ეროვნულ გმირებს!
1. ირაკლი ბათიაშვილი -ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი - ერთადერთი,ვინც რუსების მიერ  სასიკვდილოდ გამეტებულთაგან ცოცხალი გადარჩა. 
2. აზა ადამია, 22 წლის; 
3. თამარ ჭოველიძე, 16 წლის;
4.  ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის;
5. ეკა ბეჟანიშვილი, 15 წლის;
6. ნატო გიორგაძე, 23 წლის;
7.  თამუნა დოლიძე, 28 წლის;
8. თინა ენუქიძე, 70 წლის;
9. ნინო თოიძე, 22 წლის;
10.  ზაირა კიკვიძე, 61 წლის;
11. მანანა ლოლაძე, 34 წლის;
12. თამარ მამულაშვილი, 50 წლის;
13. ვენერა მეტრეველი, 45 წლის;
14. მამუკა ნოზაძე, 21 წლის;
15. ნანა სამარგულიანი, 41 წლის;
16. შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის;
17. მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის;
18.  ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის;
19. ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის;
20. მზია ჯინჭარაძე, 43 წლის;
21.  მანანა მელქაძე, 26 წლის;
22. გია ქარსელაძე, 25 წლის
ქალბატონო სალომე, თქვენ მოგიწიათ ძალიან მძიმე ტვირთის აღება საკუთარ თავზე, როდესაც შეწყალებით გამოგაშვებინეს და პოლიტპატიმრებად შერაცხეს ქვეყნისა და ხალხის, კანონისა და სამართლის  წინაშე  დამნაშავე პირები! 
მე გთავაზობთ, მიიღოთ ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, ეროვნულ მოძრაობას,  ქართულ ტრადიციებს, ჩვენს ოჯახებს, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს  და უტეხ ქართულ სულს!
დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ეს საქართველოს!