ხურუშიანების დოღი

ხურუშიანების დოღი




ე.წ. ოპოზიცია გაფარჩაკდა, გამატრაბაზდა, ისედაც გათახსირებული უფრო გათახსირდა და დაიშალა. წინა კვირას გამოშტერებული ,,ნაცების" გარდა ყველამ პარლამენტში დურთა თავი. რამდენიმე კი დარჩა გარეთ, ვითომ გმირი, მაგრამ საერთო ჯამში, თემურ ალასანიას მაინც ჩაუფლავდა ყველა რევოლუციური პროექტი. აქეთ გუბაზ სანიკიძე შესტირის აქუს, ლამის ყველა შევიდა პარლამენტში, მე კიდევ დავრჩი გარეთო... თან ნიკანორ მელიას მოუწოდებს: მე პარლამენტში არ შევდივარ, შენ კი ციხიდან არ უნდა გამოხვიდეო!

ეს რომ პარლამენტში შევიდეს და ის კიდევ ციხიდან გამოვიდეს, ვითომ რამე შეიცვლება? ვითომ დედამიწა შეტოკდება? ჩემი ღრმა რწმენით, არც არაფერი შეიცვლება და არც დედამიწა შეტოკდება. ამათი მიკვირს, ამ აფერისტებისა, სიცოცხლეშივე გმირობაზე რომ აქვთ პრეტენზია... მე არ შევდივარ, შენ არ გამოხვიდე და ხელისუფლებას დავამხობთო. გმირები კი არა, უბრალო ხურუშიანები არიან, ფულისმოყვარეობით და სკამოსნური დაავადებით შეპყრობილნი.

გუბაზი უფრო შორს მიდის, უფრო მეტად ხურუშიანობს, ანუ ვნებათაღელვობს, საქართველოში ერთი კაციც ვერ ვნახე, რამეს რომ გავაგებინებო, გავა ხოლმე დრო და მერე იძახიან, მართალი ყოფილა, კაცო, გუბაზიო. ჰმ... იმ დღესა ვნატრობ, ჩემი ნათქვამი რომ არ გამართლდესო. აჰა, ხომ გაყიდა დანარჩენმა ოპოზიციამ ,,ნაციონალური მოძრაობაო"? დიახაც, გაყიდაო! თანაც გაწირა მარგინალიზაციისთვის და რეპრესიებისთვისო, ეს უბრალო გაყიდვა არ არიო. გუბაზი რომ ,,ნაცმოძრაობისთვის" ბალანს იწიწკნის, ეგ მე სასაცილოდ არ მყოფნის. მახსოვს, რა დღეში იყო მაშინ, როცა ახლანდელ კუმირ მიხა სააკაშვილს ებრძოდა. ეხლა კი მაგის მზესა ფიცულობს და დიდ პოლიტიკოსად მოიხსენიებს. ვაი, ამის პატრონს!

აქეთ თაკო ჩარკვიანი მოსთქვამს, ჩემი და გიორგი ვაშაძის პოლიტიკური გზები ძალაუნებურად გაიყო, მე ის პრემიერ-მინისტრად წარვადგინე, მისი პრემიერობა მინდოდა, ამან კიდევ ელისაშვილის გვერდით ჯდომა ამჯობინაო... ეჰ, ჩემი გიორგიც მოღალატე ყოფილაო.

ნეტა ხურუშიანი ჯუნიორა ვაშაძე ელისაშვილის გვერდით იჯდება თუ შალიკო ნათელაშვილის გვერდით, რა სხვაობაა, რა შეიცვლება, რა მნიშვნელობა აქვს? არც არაფერი!

ამათი არ მიკვირს, კაცო, ამათ რა ნაგავიც უყრიათ თავებში, ვიცით, მე პირადად ევროპიელი პოლიტიკოსებისა მიკვირს, ხან ისეთ რაღაცას იტყვიან ხოლმე, მუცელი ხელით მიჭირავს. აგერ, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, სალომე სამადაშვილმა შარლმ მიშელის მიერ მომზადებულ დოკუმენტს ხელი რომ მოაწერა, ამით საქართველოს ევროატლანტიკური კურსი გადაარჩინაო. ეს ძაან მაგარი ,,სატოპკეა", ვერ გავატარებ, ერთი ამბავი უნდა გავიხსენო: ის პერიოდია, თბილისიდან აფგან მუხთარლი რომ გაიტაცეს თავის მშობლიურ აზერბაიჯანში და ჩვენმა ე.წ. უფლებადამცველებმა ტელევიზორში გნიასი რომ ატეხეს. ამ თემას ე.წ. ლიბერალებმა და ე.წ. ჟურნალისტებმა მრავალი გადაცემა მიუძღვნეს, კაი ფულიც აკეთეს, მაგრამ მე ერთ გადაცემაზე მოგახსენებთ... ინგა გრიგოლიას ,,რეაქციიდან" დამირეკეს, იქნებ სტუდიაში მობრძანდეთ და თქვენი პოზიცია დააფიქსიროთო? ეხლა ეგრე ეუბნებიან ხოლმე, მოდით, ვისაუბროთ, საკითხზე ვიმსჯელოთო, მოდაში აღარ არი. მივედი, თავბედი ვიწყევლე, გამოვიდა ყოფილი სახალხო დამცველი, ლომჯარიას წინ კაცი რომ იყო, გვარიც აღარ მახსოვს... გამოვიდნენ არასამთავრობოები, ვიღაც მოჟურნალისტო ელემენტები და ამტკიცებენ, საქართველო აღარ არსებობსო, მორჩაო, დამთავრდაო, ყველა ინსტიტუტი ჩამოიშალაო. კაცო, ვზივარ დავფიქრობ, ან ესენი გაგიჟდნენ, ან მე ვერ აღვიქვამ, რაზე ლაპარაკობენ, იქნებ ისეთი ფილოსოფიაა, არ მესმის? არა, ვუსმენ და აშკარად ვერ არიან, დიდი ფული აქვთ აღებული და მიერეკებიან, მეც აღარ დავუხვალიე, ჩემი ქვეყანა აფგან მუხთარლის მხრებზე თუ იდგა, არ ვიცოდი-მეთქი. გრიგოლიამ სტუდიაში მსხდომთ ჩასისხლიანებული თვალებით გადახედა და დასძინა, სამწუხაროდო... აი, სამწუხაროდო, ასეთი პოზიციაც არსებობსო. ვიღაც მალაქია ქიბროწაშვილი წამოხტა, ბატონო გელა, თქვენ ფიურერივით მსჯელობთო, პირწავარდნილი ფაშისტი ხართო. მერე მითხრეს, შესვენების დროს (სარეკლამო ჭრას რომ ეძახიან) დერეფანში პიდარასტიც უწოდებია ჩემთვის. ნუ, ახლა, შეიძლება ყველაფერი დამაბრალონ, ფიურერობაც, ფაშისტობაც, იოსება (სტალინის) პაპას ადიუტანტობაც, მაგრამ პიდარასტობა? საამისოდ არც ფიზიონომია მიწყობს ხელს, არც მონაცემები მაქვს, არც სურვილი, არც კაცური ჰორმონების ნაკლებობას განვიცდი და საერთოდ, ძალიან უხეში ვარ, ამათი კეთილები რომ მოვსტ...ან (ბოდიში თქვენთან)!

ჰოდა, ამსიგრძე ამბავი რაზე მოგიყევით? იმაზე, რომ მადამ ფონ კრამონს თუ ჰგონია, საქართველო სალომე სამადაშვილის მხრებზე დგას, ძალიან ცდება!

ასევე ცდება და ბრიყვულ განცხადებებს აკეთებს კაიხნის წინ გაცეტებული და ახლა ნამეტნავად ახურუშებული შალო ნათელაშვილი. ამის დავთრების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა იყიდა საფრანგეთის და ევროკავშირის პრეზიდენტები, ასევე... ევროკავშირის, გერმანიის და აშშ-ის ელჩები. ერთმა კი დაწერა სოციალურ ქსელებში, მაგრამ მეც უნდა გავიმეორო: შალო, თუ მთელი მსოფლიოს დიპლომატია ბიძინა ივანიშვილმა იყიდა, შენ და გუგავამ რაღა ფეხები უნდა მოსჭამოთ?!

მეტიც, შალოს უკვე იმდენზე გაეხსნა ტვინი, ყოველ საღამოს დაწანწალებს სტუდიიდან სტუდიაში და ამტკიცებს, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა მისი სიძის და რუსეთის მეშვეობითო. დავუშვათ, ტრამპი დააფინანსა ივანიშვილმა (ან კი რაში სჭირდებოდა თვით მილიარდერ დონალდს ბიძინას ფული?), ახლა რას აკეთებს მძინარე ჯო, აშუშუს ახალი პრეზიდენტი, რატომ არ დაგვსჯის, რატომ არ დაგვიწესებს სანქციებს? საქმე ის არის, რომ ეს უკრაინელ მიხოს მოგონილი ზღაპრებია და შალოც იმეორებს, ჰგონია, იმან ძაან ჭკვიანური რამე-რუმეები მოიგონა. ახლა რომ ვთქვა, ღმერთო, ყველა თავის ჭკუაზე დააყენე-მეთქი, ჩემი მხრიდან უსამართლო საქციელი იქნება, რადგან ისედაც ყველა თავის ჭკუაზეა... აბა, ერთი ამიხსენით, იგივე შალიკოები, ვალიკოები, აკუები, წაკუები თუ კიკუები რატომ უნდა ლაპარაკობდნენ უფრო ჭკვიანურად?

ჰო, ისევ გამექცა სიტყვა... ვიმეორებ, რათა კრამონებმა და სხვა ევროებმა თუ სენატორ-კონგრესმენებმა კარგად გაიგონონ, თუ არ გაიგონებენ, ჩვენ მაინც გვეცოდინება: იცით, რას გეტყვით? ღმერთმა დაიფაროს, ჩვენი სახელოვანი ქვეყანა ქარაქუცა სამადაშვილისა და ,,კაკებეშნიკ" ვაშაძის მხრებზე იდგეს. თავი დავანებოთ პიროვნებებს, საქართველო დგას თავის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, თავის ისტორიასა და კულტურაზე. მადამ კრამონ, როგორც ჩემი მრჩევლები მატყობინებენ, ჩვენში საქართველოს ევროატლანტიკური კურსი მეგი გოცირიძის განიერმა ტრაკმა და ბადრი შუბლაძის სახინკლე ცომივით გაბრტყელებულმა შუბლმა გადაარჩინა... გია ბარამიძის კრეტინულმა გამოხედვამ და გიგა ბოკერიას ელამბრუცობამ კიდევ. ეხლა არ მითხრათ, ნაკლზე ნუ მიუთითებო... მივუთითებ და მეტსაც ვიზამ, როცა საქმე ქვეყანას, მამულს, სამშობლოს და სახელმწიფოს ეხება. აეგრე!!!

დამალვას აღარ აქვს აზრი... ეს ჯუნიორა ვაშაძეც კაი ჭუნჭულიკა ყოფილა, ტრაკგასქელებული ზის ტრაკგასქელებულის გადაცემაში და ჭორიკნობს:

,,ამნისტიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ გალსტუკი მოვახიე თალაკვაძეს რაღაც საკითხებზე, მაგრამ ყველაფერს ხომ არ მოვყვები? ძალიან მძიმე შეხვედრა იყო. 6 თვის ნერვების წყვეტის ფასად არის მოპოვებული შეთანხმების დოკუმენტი, კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედით თალაკვაძესთან. სხვებიც დაადასტურებენ, თუ არ გჯერათ".

ამ დებილმა არ იცის, რომ ,,გალსტუკი" რუსულია? არ იცის, რომ ჰალსტუხი უნდა თქვას და საერთოდ, ქართულად რომ ყლინჯი ჰქვია? მეტიც, მან არ იცის, რომ მიხა სააკაშვილის არეალში ,,გალსტუკი" არ უნდა ახსენოს? ვითომც დიდი მონაპოვარია ე.წ. დოკუმენტი, რაზეც ხელი მოაწერეს, ვითომ ზოგადსაკაცობრიოა, ვითომ ისტორიულია, რომელმაც ჩვენი მომავალი უნდა განსაზღვროს. სინამდვილეში არაფერია, დემოკრატობანას თამაშია, მეტი საქმე რომ არა აქვთ და ერთ ადგილს იფხანენ, ეგ არი. რა მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში დაუსტვენს თუ ქუჩაში? მითხარით, რა მნიშვნელობა აქვს, საკანონმდებლო ორგანოს ღობეს შეახტება თუ ნაგვის მანქანას? რა დემოკრატია, რაის პლურალიზმი? ქალი რუსეთში იჯდა, მგიმო დაამთავრა, კაგებეს უმაღლესი სასწავლებელი. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ამ ინსტიტუტდამთავრებულებს საერთოდ აუკრძალეს მუშაობა სახელმწიფო სტრუქტურებში, ეგენი რუსეთის ოფიციალური ჯაშუშები არიან, რას ეხვეწებით, რას ექაჩებით, გინდათ თუ არა, შემოეთრიეთო? ეს არი დემოკრატია? არა, ეს ხურუშიანების დოღია, ჩემმა მზემ!

ხოშტარიამ ვითომ იქალა თუ იკაცა, ვერ გაიგებ, რომელს აწვება, პარლამენტის წევრის მანდატზე უარი თქვა, ეგ მანდატი პარტიული სიით მოვიპოვე, პარტიიდან გავედი და აღარ მეკუთვნისო. როგორ გითხრათ, სადღაც სიმართლეს ამბობს, მაგრამ მაგას რაღაც მაკვარანცხული აქვს ჩაფიქრებული, მანდატზე უარს არ იტყოდა, დამიჯერეთ, ეგრეა, ვიცი, კარგად ვიცნობ მაგათ ჯიშსა და ჯილაგს!

ამ წერილს ისე ვერ დავამთავრებ, ნიკანორ მელია თუ არ ვახსენე, მაინც პატიმარია, ეგ ჩემისა!

თურმე (როგორც მოქალაქე ლაშა პატარკაციშვილი წერს სოციალურ ქსელში) ნიკუშა მელიას ყველაფერი აქვს კამერაში, ინტერნეტიდან დაწყებული, ჟურნალისტების შესვლით დამთავრებული... სადილი, პირველი, მეორე, მესამე და დესერტიც ზევიდან. თან თურმე ,,მესერიც" გაუხსნეს, ჰაერი კარგად რომ ისუნქოს. არ ვიცი, შეიძლება სანამ ეს წერილი დაიბეჭდება, მელია წიხლისკვრით გამოაგდონ გარეთ, მაგრამ ამიხსენით, რა მნიშვნელობა აქვს, ეს უინტელექტო მასა სახლში იჯდება, კამერაში, ოფისში თუ ქუჩაში? მითხარით, ამით რამე იცვლება? დედამიწა უკუღმა იწყებს ტრიალს? ევროკავშირის ,,ნაჩალნიკობამ", ჩვენ გადავიხდით მაგის გირაოსო. რათა, რათ უნდა გადაუხადონ, ვინ მიგდია? აკი დემოკრატია უპირველესად ადამიანთა თანასწორობა არისო? ეხლა რა გამოდის? ავაზაკ მელიას, რომელმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, რომელიც მთელი ქვეყნის თავზე დამხობას ცდილობდა, ყველაფერი უნდა ვაპატიოთ და გირაოც გადავუხადოთ? მაშინ, ამიხსენით, რა დააშავეს რიგითმა დამნაშავეებმა, რომელთა დანაშაულიც მელიას დანაშაულთან შედარებით სასაცილოა? ხომ არის იმ რიგითი დამნაშავეების თვალში და არა მხოლოდ მათ თვალში ეს სახელმწიფო სასაცილო? თუმცა მარტო ეს სახელმწიფო? მთელი ევროპა და დუნია, ხალხო!

ესე იგი, უყურეთ, ჩამოვიდნენ ევროპიელი პოლიტიკოსები, დიპლომატები და გვეუბნებიან, ვინმე მელიამ დანაშაული რომ ჩაიდინა, უნდა აპატიოთ, ციხიდან გამოუშვათ, გირაოს ფულს ჩვენ გადავუხდით, ვიცით, რომ გიჭირთო. ვიმეორებ: მელია ციხეში ეგდება თუ გარეთ, ამით რა შეიცვლება, წელს კახეთში სეტყვა აღარ იქნება? 40 ათას ლარს მაგ ყვერიფხანიას რომ უხდით, არ სჯობდა, მესეტყვეებისთვის პრემიების სახით დაგერიგებინათ, ეგებ უფრო კარგად დაემიზნებინათ, ეგებ ღრუბლები უკეთესად გაეფანტათ?!

გიორგი (ჯუნიორ) ვაშაძე ტირის, ირაკლი ოქრუაშვილმა ,,ფეისბუქში" ჩემი ტიტველი ფოტო გამოფინაო, რომელიც სუსმა ამოაგდო ვაიბერის ჩანაწერით. ეს რა პოლიტიკააო, გამაგებინეთო, ტიტველი ფოტო გამომიფინა კაცმა, უბრალოდ ზნეობა ხომ არსებობსო? ერთ რამეში ვეთანხმები ჯუნიორს, ზნეობა მართლაც არსებობს ამ დუნიაზე, მაგრამ ოქრუაშვილისთვის, შენთვის და ნებისმიერი ფანჩატურელისთვის - არა! რა უნდა თქვენთან ზნეობას, ბიჭო? სუსმა ამოაგდოო, მიყურებენო, მითვალთვალებენო... გითვალთვალებენ არა, იხვის ტოლმა, როგორც მახსოვს, შენ თვითონ გააბაზრე, ,,ფეისბუქში" დადე და მერე აღარ მოგეწონა, გოიმად რომ გამოგაცხადეს.

ჰმ... ზნეობაო, მორალიო, ლპარაკობენ უზნეოები, რაც ამათ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ჩაიდინეს, რამდენ ადამიანსაც ცილი დასწამეს და მოღალატედ გამოაცხადეს, სად აქვთ უფლება, საერთოდ ზნეობასა და ეგეთ ღირებულებებზე ილაპარაკონ? ეს ნაძირლები ბიძინა ივანიშვილის სიძულვილით შეიკრიბნენ, მაგრამ ერთმანეთის დანახვაზე მაინც გული ერევათ, როგორც კი კოვზი ნაცარში უვარდებათ, ეგრევე ერთმანეთს უსწორდებიან.

აგერ, ერთი როა, ვინმე დავით ჭიჭინაძე, ,,ქართული ოცნების" დეპუტატი იყო წინა მოწვევის პარლამენტში, დადის სტუდიიდან სტუდიაში გრიგოლიებთან, გვარამიებთან, იმანოებთან, ამანოებთან და მორალზე ქადაგებს. ესე იგი, ტიპი ,,ოცნებაში" იყო, იმდენი იძრომიალა, იმდენი იჭორავა, გარეთ იმდენი რაღაცები გამოიტანა, ჰკრეს პანჩური და გამოაგდეს, ეხლა დგას და კითხულობს, სად არი, ხალხო, მორალიო?

ჰა, ჰა, ჰა!

რა უნდა, თქვე ხურუშიანებო, თქვენთან მორალს?

არ გადამრიოთ, რააა!

გელა ზედელაშვილი

,,საერთო გაზეთი"