9 ივნისის 23:00 სთ-დან 10 ივნისის 04:00 სთ-მდე სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის კმ1-კმ57 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

9 ივნისის  23:00 სთ-დან  10 ივნისის 04:00 სთ-მდე სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის კმ1-კმ57 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია




საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარის ტრანსპორტირების მიზნით, 2021 წლის 9 ივნისის 23:00 სთ-დან 10 ივნისის 04:00 სთ-მდე, საერთაშორისო მნიშვნელობის  სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ1-კმ57 მონაკვეთზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) და  სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზებზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.