FSI-ის ორგანიზებით ბაკურიანი 2021 წლის მსოფლიო თასს უმასპინძლებს!

FSI-ის ორგანიზებით ბაკურიანი 2021 წლის მსოფლიო თასს უმასპინძლებს!




FSI-ის ორგანიზებით ბაკურიანი 2021 წლის მსოფლიო თასს უმასპინძლებს!
26-28 თებერვალი - Ski cross
3-5 მარტი - Snowboard cross
სპეციალურად შეჯიბრისთვის აშენდა 3 ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, შეძენილ იქნა სპეც-ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი.

ღონისძიების ფარგლებში საქართველო 200-მდე სპორტსმენს, Ski cross​-ის დირექტორს - კლაუს ვალდნერს და ფედერაციის სხვა წარმომადგენლებს მასპინძლობს.

მსოფლიოს სხვა სამთო კურორტების მსგავსად, ბაკურიანი სეზონს დაკეტილი შეხვდა, თუმცა შეჯიბრი შეფერხების გარეშე, FIS-ის პროტოკოლის, წესების და რეგულაციების დაცვით ჩატარდება.
კურორტები ჩვეულ რეჟიმს 8 მარტიდან, გახსნილი საბაგიროებით დაუბრუნდება.

მსოფლიო თასის მეშვეობით, საქართველოს შესაძლებლობა აქვს, პოზიციონირდეს მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც მაღალი დონის სამთო სპორტული შეჯიბრებების უსაფრთხო ორგანიზება შეუძლიათ.