IRI: გამოკითხულთა უმეტესობა ტვ ,,იმედს'' ენდობა

IRI: გამოკითხულთა უმეტესობა ტვ ,,იმედს'' ენდობა




აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა 45% ახალი ამბებისა და პოლიტიკური ინფორმაციის ყველაზე სანდო წყაროდ ტელეკომპანია „იმედს“ ასახელებს. მომდევნო არხები სიაში ასე გადანაწილდა:

რუსთავი 2 - 33%
მთავარი არხი - 30%
ტვ პირველი - 22%
საზოგადოებრივი მაუწყებელი - 8%
ფორმულა - 6%

კითხვაზე, არის თუ არა ქართული მედია თავისუფალი, რომ გააჟღეროს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება?, 26% აცხადებს, რომ სრულად თავისუფალია, 46%-ის აზრით კი - შედარებით თავისუფალი.

გამოკითხულთა 21% ამბობს, რომ მედია თავისუფალი არაა, გამოხატოს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება. მათი თითქმის ნახევრის აზრით, ამის მიზეზი სახელისუფლებო ზეწოლაა.