N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ქალ პატიმრებს გამოკვლევები ჩაუტარდათ

N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ქალ პატიმრებს გამოკვლევები ჩაუტარდათ




N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ქალ პატიმრებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგული  გამოკვლევები ჩაუტარდათ. პრევენციული გამოკვლევები პენიტენციური სისტემის სამედიცინო დეპარტამენტისა  და ეროვნული სკრინინგ-ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. 
ქალ მსჯავრდებულებს კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მამოლოგმა, გინეკოლოგმა, რადიოლოგმა და  ექოსკოპისტმა გაუწია. 
აღსანიშნავია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოსა და ძუძუს გამოკვლევები, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 40-დან-70 წლის ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის სრულად ფინანსდება და სწორედ ამ ასაკობრივი ჯგუფის პატიმრებს ჩაუტარდათ. სკრინინგი ასევე ჩაუტარდათ  დაწესებულებაში მყოფ ორ უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულს, რომლებზეც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა არ ვრცელდება.  მათთვის გამოკვლევების ჩატარება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა  საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო. 
N5 პენიტენციურ დაწესებულებაში  გამოკვლევები 28 აპრილს დაიწყო და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს  სკრინინგი 105 ქალ მსჯავრდებულს ჩაუტარდა.