მაია ცქიტიშვილი : არ არის მართალი, თითქოს რვა პუნქტიდან შვიდზე შეთანხმება მიღწეულია

მაია ცქიტიშვილი : არ არის მართალი, თითქოს რვა პუნქტიდან შვიდზე შეთანხმება მიღწეულია

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილა გადაცემაფორბსის კვირაშიანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა.

სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, როცა ბატონი მამუკასგან მოვისმინე, რომ 7 პუნქტი ვერბალურად არის შეთანხმებული, ეს არ არის ასე. გარდა ამისა, უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ეს არ არის ერთ ფურცელზე დაწერილი 8 პუნქტი. ეს არის საკმაოდ ვრცელი დოკუმენტი, რომელიც ეხება საკმაოდ ვრცელ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას და თითოეული ეს მოთხოვნა დღესაც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული უშუალოდ ბანკების მხრიდან. ეს არ არის მათი საბოლოო პოზიცია, ეს არის იმ თემებისსაკითხების, პოზიციების ჩამონათვალირომლებიც ბანკებს მიაჩნიათ, რომ უნდა გადაწყდეს ამა თუ იმ სახით. ჩვენ ვხვდებით სამუშაო რეჟიმში და ამ თემასთან დაკავშირებით, ვერბალურ შეთანხმებაზე ვერ იქნებოდა საუბარი. ჯერ კიდევ დეკემბერში, როდესაც ცხადი გახდა, რომ 1 იანვრამდე ვერ მოხდებოდა ამ პროცესის დასრულება, კონსორციუმთან ურთიერთშეთანხმებით გადავწიეთ დრო, სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ შევსულიყავით დამატებით კომუნიკაციაში ბანკებთან,ამბობს მაია ცქიტიშვილი.

ვიცე-პრემიერის თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან სახელმწიფო მხოლოდ იმიტომ  აღმოჩნდა, რომ კონსორციუმმა თავისი ვადებულება ვერ შეასრულა.

სამწუხაროდ, ეს უნდა ითქვას, ეს არის სიმართლე. ეს შეიძლება იყოს აღქმული კონსურციუმის მხრიდან დისკრედიტაციად, მაგრამ ეს არის რეალობა, რომ ყოველგვარი პროკურატურის ბრიფინგამდე, ეს ვერ მოხდა და მათ შორის ვერ მოხდა ვერც საკუთარი კაპიტალის მოძიების ნაწილში, სადაც სახელმწიფოს საერთოდ არავითარი როლი და მონაწილეობა არ აქვს და არც არავის უთხოვია სახელმწიფოს მხრიდან არავითარი მონაწილეობა,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.