საბერძნეთი - 50 დაღუპული, 104 დაშავებული და უამრავი დაკარგული

საბერძნეთი - 50 დაღუპული, 104 დაშავებული და უამრავი დაკარგული

საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა, დიმიტრის დანაკოპულოსმა განაცხადა. მისივე თქმით, 104 ადამიანი ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ამ დროისთვის ბევრი ითვლება დაკარგულად.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი აცხადებს, რომ ათენში ხანძარი კონტროლს აღარ ექვემდებარება. ქვეყნის ხელისუფლებამ დახმარებისთვის უკვე მიმართა წამყვან სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.