„ევროპული საქართველო“ 2 დეკემბრის აქციას არ უერთდება

„ევროპული საქართველო“ 2 დეკემბრის აქციას არ უერთდება

„ევროპულ საქართველოს“ მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის მთავარი გზა გადის პოლიტიკურ რეფორმებზე და არა საპროტესტო აქციებზე, შესაბამისად, პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2 დეკემბერს დაგეგმილ აქციაში არ მიიღოს ორგანიზაციული მონაწილეობა. თუმცა ვართ სრულად სოლიდარული იქ პროტესტის გამოსახატად მიმსვლელი თითოეული ადამიანის მიმართ, მაგრამ როგორც პარტია ორგანიზაციულად მასში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - განაცხადა „ევროპულის საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

„ჩვენ ვთავაზობთ მთელ ოპოზიციურ სპექტრს, დავიწყოთ კონსულტაციები გრძელვადიანი სტრატეგიის მოსაფიქრებლად, იმ სტრატეგიისა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თავისუფალი არჩევნების ჩატარება“, - დასძინა დავით ბაქრაძემ.