თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

  თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

საკურორტო სეზონზე, გაზრდილი მგზავრთნაკადის  მომსახურების მიზნით,  „საქართველოს რკინიგზა“   თბილისიდან და  ბათუმიდან ორივე  მიმართულებით, ერთი რეისით (№888/887) სამგზავრო მატარებელს ამატებს.

მატარებელი  იმოძრავებს  შემდეგი განრიგით:

11/08/2019 თბილისი - ბათუმი -  თბილისი  №888/887
გასვლა - თბილისი ჩასვლა-ბათუმი    გამოსვლა-ბათუმი ჩამოსვლა - თბილისი
          09:05                     14 :42                       18:30                        00:07 

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. 

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!