გიორგი ვაშაძე: თქვენს წინაშე დგას საქართველოს მომავალი მთავრობა!

გიორგი ვაშაძე: თქვენს წინაშე დგას საქართველოს მომავალი მთავრობა!

ჩვენ რომ ვხუმრობთ, ამხანაგი ღრიღოლი პრეზიდენტია, დანარჩენები კი მთავრობის წევრებიო... თურმე ესენი მართლა ფიქრობენ. აგერ, ჩაატარეს ბრიფინგი, გამოლაგდნენ ამორტიზებული სახეებით და განაცხადეს, ჩვენ თითქმის ხელისუფლებაში გახლავართო. გიორგი ვაშაძის თქმით:

„ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი და ფანტასტიური გეგმები. მხარს გვიჭერს აქტიური ნაწილი საქართველოს მოსახლეობის, რომელმაც წნეხის და დაშინების მიუხედავად ეს არჩევანი გააკეთა. ეს არჩევანი იყო საფუძველი იმის, რომ ჩვენ ვემზადებით ხელისუფლებაში მოსასვლელად. ეს არის უბრალოდ დროის საკითხი, თუ რამდენ ხანში მოხდება ეს. თქვენს წინაშე დგას საქართველოს მომავალი მთავრობა. 16 დეკემბერს რას ვაპირებთ, ნახავთ 16 დეკემბერს. გეგმები გვაქვს ძალიან მწყობრი, რათა გამარჯვებამდე მივიდეს ეს ბრძოლა".

რედაქტორის მინაწერი: ნწუ, ნწუ, ნწუ... ნწუ!