მურმან დუმბაძე: კეფაზე ხალი ხომ არ გაქვს, ძმაო, გრიგოლ?!

მურმან დუმბაძე: კეფაზე ხალი ხომ არ გაქვს, ძმაო, გრიგოლ?!

ბევრი იარა და იტორღიალა პოლიტიკაში ბათუმელმა მურმან დუმბაძემ. ხან ვის კართან იყო ატუზული, ხან ვის კართან. 2012-ში "ქართული ოცნების" ოფისი ჰქონდა ატალახებული, გადიოდა და შედიოდა, გადიოდა და შედიოდა. გაარტყა, იმ ეტაპზე, რაც უნდოდა, მიიღო, პარლამენტარი გახდა, მაგრამ მერე რაც მოინდომა, ვეღარ მიიღო. ის კი არა, პანჩური ამოარტყეს და გამოაგდეს. იქიდან ლეონიდ ჩერნოვეცკისთან მივიდა, დააბოლა, ესაო, ისაო, არჩევნებს მოგაგებინებ, შენ მარტო ფული გადაიხადეო. ჩერნოვეცკი მიხვდა, ვისთანაც ჰქონდა საქმე და საერთოდ უარი თქვა არჩევნებზე.

აი, ახლა კი... ახლა "ნაციონალ" გრიგოლ ვაშაძეს ჰკოცნის ყურის ბიბილოებზე და თან ჩასჩურჩულებს: კეფაზე ხალი ხომ არ გაქვს, ძმაო, გრიგოლ?!

აქვს, მურმან, აქვს, როგორც იქნა, იპოვე შენი სიყრმის ძმა და მეგობარი. შენ მანდ უნდა იყო, სხვაგან აღარ წაგესვლება, უმადურების ადგილი მანდაა, გრიგოლთან!

გელა ზედელაშვილი