ირაკლი კობახიძე: მარიხუანას ექსპორტი მიმართულია სამედიცინო და სამეწარმეო მოხმარებისკენ

ირაკლი კობახიძე: მარიხუანას ექსპორტი მიმართულია სამედიცინო და სამეწარმეო მოხმარებისკენ

მარიხუანას ექსპორტი არსებითად მიმართულია სამედიცინო და სამეწარმეო მოხმარებისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე საუბრისას განაცხადა.

“მარიხუანას კულტივაცია სამედიცინო მიზნით მოხდება. ეს გათვალისწინებულია კანონპროექტით. მეორე, ეს არის სამეწარმეო მიზნები. როგორც მოგეხსენებათ, კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება შესაბამისი ზეთი და ამ მიზნით მოხდება ამ მცენარის გამოყენება. საუბარია იმაზე, რომ ეს სფერო შეიძლება კონკრეტული ეკონომიკური საქმიანობისთვის გაიხსნას, თუმცა გამორიცხულია ლეგალიზაცია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პროცესები რეალურად აქეთკენ მიდიოდა, თუმცა ჩვენ შევძელით ამ პროცესის ჩარჩოში მოქცევა იმ კანონპროექტით, რომელიც წარმოდგენილია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე მარიხუანას ლეგალიზების შესაძლებლობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ხელისუფლება პროცესების არასწორი მიმართულებით განვითარებას არ დაუშვებს.