ბიძინა ივანიშვილი: მას არჩევანი არ დარჩა, ის უნდა წასულიყო

ბიძინა ივანიშვილი: მას არჩევანი არ დარჩა, ის უნდა წასულიყო

არსებობდა თუ არა ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის დაპირისპირება, ამ თემაზე დღეს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი "პირველი არხის" გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ისაუბრებს, რომელიც ეთერში „მოამბის“ მთავარი გამოშვების დასრულებისთანავე, 21:45 საათზე  გავა.

“ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე როდესაც  ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა.

ბევრმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა. ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნეს ინტერესებს შორის და ამას არღვევდა კვირიკაშვილი თავის ქმედებებით. მას აღარ შეეძლო მართვა, ორ კაცთან ალავიძესა და ქუმსიშვილთან ახერხებდა ის გადაწყვეტილებების შეთანხმებას. მას არ დარჩა არჩევანი ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც…” –  ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეწამყვან მაკა ცინცაძისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რაზეც უფრო ვრცელ კომენტარს საღამოს, 21 საათსა და 45 წუთზე "პირველი არხის ეთერში ვიხილავთ.