მაია ცქიტიშვილმა და EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს

მაია ცქიტიშვილმა და EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს

მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების  შესახებ ისაუბრეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა  სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

EBRD ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და არაერთ მნიშვნელოვან  ინფრასტრუქტურულ პროექტს აფინანსებს. 

შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები. EBRD-ის წარმომადგენლებმა გამოხატეს დაინტერესება  და მზადყოფნა უფრო აქტიურად ჩაერთონ საგზაო, წყლის, ნარჩენების მართვის სექტორში და კერძო-საჯარო პარტნიორობის ხელშემწყობ რეგიონულ პროექტებში.  

ყურადღება დაეთმო EBRD-ის  სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებაში, მის პრიორიტეტებს რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით. 

აღინიშნა რომ  EBRD მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და ინვესტიციებისა და ფინანსური დახმარებების მოცულობის ზრდას გეგმავს. 

სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია და  აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე  ესწრებოდნენ.