ირაკლი ღარიბაშვილი: სამხედრო მრეწველობის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

ირაკლი ღარიბაშვილი: სამხედრო მრეწველობის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ტყვიის საწარმოს მშენებლობის ინიციატივით გამოდის. აღნიშნულ ინიციატივაზე ღარიბაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი ოცნება არის საქართველოში სამხედრო მრეწველობის აღორძინება და განვითარება.

„ჩვენ გვაქვს უდიდესი გამოწვევა - ეს არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. ეს რა თქმა უნდა, პირველი სახის გამოწვევაა. ამ ფონზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ჯარი იყოს ძლიერი. რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ჯარის გაძლიერება ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგაა მიმართული. არამედ ჩემი სურვილი - სამხედრო მრეწველობის განვითარება, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ყოველწლიურად მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე ათეულ მილიონს შეიძლება ხარჯავდეს, ისევე როგორც სხვა სამინისტროები, შსს თუ სხვა, თუნდაც ტყვია-წამლის შეძენაში, რაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ჩემი ჯერ კიდევ მინისტრობის და შემდეგ პრემიერ-მინისტრობის დროს, ერთ-ერთი მთავარი პროექტი მქონდა ტყვიის საწარმოს მშენებლობა საქართველოში. მე ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთოთ, ჩვენ და უნდა დავიწყოთ დღესვე და რა თქმა უნდა, ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.