მიხეილ სააკაშვილი: თქვენ გგონიათ, შევარდნაძეს არ მიულოცეს? სულ ფეხებზე დავიკიდე მილოცვა!

 მიხეილ სააკაშვილი: თქვენ გგონიათ,  შევარდნაძეს არ მიულოცეს? სულ ფეხებზე დავიკიდე მილოცვა!

რა უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხსაახიესქვეყანა? ივანიშვილმა ქართველი ერის ნების სრული იგნორირებით უნდა დაასკუპოს თავისი მახინჯი თოჯინა პრეზიდენტის რეზიდენციაში და ეს ვაღიაროთ?! – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე ჩართვისას განაცხადა:

კიდევ ერთხელ ვამბობ, პატრიარქმაც კი თქვა გუშინ, რომ ხმები მოპარულია. რა ვქნათ ახლა, ქურდულ ლოგიკას მივყვეთ და გავაპრავოთ მოპარვა?! მათ შორის, აზრზე მოსული ჩვენი ფორმალური თანამებრძოლები როდესაც საუბრობენ, რომ რაღა აზრი აქვს, უნდა ვაღიაროთ შედეგები. რა უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხს აახიეს“ ქვეყანა? ივანიშვილმა ქართველი ერის ნების სრული იგნორირებით უნდა დაასკუპოს თავისი მახინჯი თოჯინა პრეზიდენტის რეზიდენციაში და ეს ვაღიაროთ?! ქართულობის სიმბოლოდ უნდა გაასაღოს ის, რაც ანტიქართულობის სიმბოლოა?

ამ სასამართლოების იმედი არ გვაქვს, მაგრამ, როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება, პროკურორი ამოწევს ყველა საქმეს, არჩევნების შედეგები იქნება ბათილად ცნობილი და გამოაბრძანებენ იმ ქალს, თოჯინას გარეთ იმ სასახლიდან, რომელიც ვითომ მემკვიდრეობით ერგო, როგორც სხვა ყველა გამყალბებელს მსოფლიოში.

უცხოელებმა დაგიწერეს, რომ ყველაფერი მოპარულია, გითხრეს, მწვანე შუქი აგინთეს, თუ რამის თავი გაქვს, გამოდი და გააპროტესტე. თუ არაფრის თავი არ გაქვს, ბურუნდისაც ულოცავენ, ბუკინა ფასოსაც და ასე შემდეგ. არის ქვეყნები, რომ ეგეთი ქვეყნებია, არჩევნებს იპარავენ განწირული არიან სულ სიღარიბეში ყოფნისთვის. ახლა ამერიკას და სხვა ქვეყნებს სხვა პრობლემა აქვს, თავს რატომ შეგვაკლავენ, ვერ გავიგე, თქვენ გგონიათ, ჩვენს გადასაწყვეტს სხვა ვინმე გადაწყვეტს? თქვენ გგონიათ, ვარდების რევოლუციის დროს არ მოულოცეს შევარდნაძეს? და მე რა გავაკეთე, სულ ფეხებზე დავიკიდე იმათი მილოცვა და საქმე ბოლომდე მივიყვანე თქვენთან ერთად, თორემ უკვე საქართველო აღარ იქნებოდა. მაშინაც დაგვიწერეს დასკვნები, ახლა ბევრად უარესი დასკვნები დაწერეს, ვიდრე მაშინ. მაშინ ჩვენ გამოვედით და დავიცავით, ახლა არჩევნების წინაც კითხულობდნენ ელჩები, რომ მოიპარავს ივანიშვილი, არის ქართველი ხალხი მზად, დაიცვას თავისი არჩევანი? ასე მიულოცეს სარგსიანსაც და სამ კვირაში სად იყო სარგსიანი? არსად, გაქცეულია რუსეთში, მგონი. ზუსტად ასევე იქნება საქართველოში, თუ ჩვენ ვიქნებით მაგრად. მეგობრებო, ჩემი ცხოვრება გეკუთვნით თქვენ. ხელებს არასდროს არ ჩამოვუშებ, მაგრამ 16-ში ძაან მობილიზაცია, ოპოზიცია არ პასიურობს, ჩვენ ვორგანიზდებით და 16-ისთვის ვიქნებით კარგ ფორმაში. შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას დავუგზავნეთ, რაც იყო დარღვევები, ბევრი დაღვევა არის აღმოჩენილი და დოკუმენტირებული. ჩვენი აზრით, ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად".