სიღნაღის ენმ-ის თავმჯდომარე ქუჩაში ზურაბიშვილის პლაკატით დარბის

სიღნაღის ენმ-ის თავმჯდომარე ქუჩაში ზურაბიშვილის პლაკატით დარბის

სიღნაღის "ნაცმოძის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრს, ფრაქციის თავმჯდომარეს, გიორგი ბაბაკიშვილს ფაქტზე წაასწრეს, სალომე ზურაბიშვილის პლაკატებს ხევდა და 2 000-ლარიანი ჯარიმაც აიკრა. როგორც ჩანს, ჯარიმა იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა ბატონ ბაბაკიშვილისთვის, რომ ახლა ზურაბიშვილის პლაკატი ჩაუხუტებია და დარბის აღმა-დაღმა სიღნაღის ქუჩებში. არა, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს ადამიანი გაკეთილშობილდა, მოწოდებით ისევ "მამალი ნაცი" გახლავთ, მაგრამ როგორც ფსიქიატრები გვეუბნებიან, მსგავსი შემთხვევები მრავლდაა მსოფლიო ისტორიაში - ადამიანები, რომლებიც კარგავენ ფსიქიურ წონასწორობას, ამგვარად ცდილობენ მტერთან ბრძოლას. კარგად ვერ გაიგეთ, ხომ? უკეთესად აგიხსნით: არსებობს გამოთქმა, მტერი ახლოს უნდა გყავდესო. ჰოდა, ჰყავს მტერი ახლოს ბაბაკიშვილს. ისე, ამ "ნაცმოძელების" ამბავი რომ ვიცი, ვერც იმას გამოვრიცხავ, არჩევნების შემდეგ "ოცნებაში" ვიხილოთ გადამხტარი. რას ამბობთ, მაგის მეტი არავინ გადამხტარა? დაველოდოთ, ყოველ შემთხვევაში, ბაბაკიშვილს მშვენიერი ალიბი აქვს ამ ფოტოს სახით.

გიორგი ხმალაძე