გელა ზედელაშვილი: შოკოლადი ნამდვილად სჯობს ქაქის ჭამას, ანუ სოლიდარობა ნინი ქარსელაძეს!

გელა ზედელაშვილი: შოკოლადი ნამდვილად სჯობს ქაქის ჭამას, ანუ სოლიდარობა ნინი ქარსელაძეს!

მომღერალ (ბავშვს) ნინი ქარსელაძეს სადღაც უთქვამს, ხანდახან არის მომენტი, როცა შოკოლადი გირჩევნია სამშობლოსო. მთლად არაპატრიოტული გაგებით არ უთქვამს, მაგრამ "ნაცხროვამ" თავისი მყრალი ქოშები უკუღმა ყარა: ნახეთ, ეს რა მოჩმახა, ამ მოღალატემო?! აიგდეს ბავშვი, გაწეწეს, გაგლიჯეს, დაემუქრნენ, გადაუარეს, გადმოუარეს, ლამის ჯვარს აცვეს!

მე თუ მკითხავთ, შოკოლადი ნამდვილად სჯობს (უკაცრავად) მძ...ნერის ჭამას, თანაც ყოველდღე. დიახ, ქარსელაძეს ისინი ლანძღავენ, ვისაც (უკაცრავად) მძ...ნერი ურჩევნია სამშობლოს. კიდევ... ადამიანების გაუპატიურება ურჩევნია სამშობლოს, ქონების წართმევა, სისხლის დალევა, ხალხის განადგურება, წამება და ასე შემდეგ. რომ არა ქარსელაძისა და მისი ოჯახის პოლიტიკური ორიენტაცია, ამ ანგაჟირებულ ხროვას არც შოკოლადი გაახსენდებოდა და არც არაფერი, გაუგონარი თავდასხმა ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ მან მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას", სალომე ზურაბიშვილს.

წუპაკებო, თქვენ რომ გიყურებთ, ხან ხინკალი მირჩევნია სამშობლოს, აბა, მოდით და შემეპასუხეთ, უნდა დაგთვალოთ და მიგაიმასქნოთ!!!

სოლიდარობა ნინი ქარსელაძეს!

გელა ზედელაშვილი