ვახტანგ გომელაური: შსს საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას გააღრმავებს

ვახტანგ გომელაური: შსს საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას გააღრმავებს

შს მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის განაცხადებით,უწყება საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას გააღრმავებს.
ამის შესახებ გომელაურმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
„გაღრმავდება საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორებთან უკვე არსებული წარმატებული თანამშრომლობა, რაც უმნიშვნელოვანესია რეფორმების ეფექტიანი განხორციელების პროცესში. გაძლიერდება ორმხრივი საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით. გარდა ამისა, საქართველო-ევროკავშირის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემების და რისკების შემცირების მიზნით, გაგრძელდება წარმატებული საპოლიციო თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ასევე მიგრაციის ეფექტიანი მართვა და რეადმისიის ხელშეკრულების აღსრულება“, – განაცხადა გომელაურმა.