მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ვართ ერთი ოჯახი

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ვართ ერთი ოჯახი

ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა ჰელსინკში, გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

"მნიშვნელოვანია, რომ „ევროპის სახალო პარტიის“ ყრილობაზე ვხვდებით, იმიტომ რომ „ევროპის სახალხო პარტიამ“ გადამწყვეტი როლი ითამაშა "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" დაახლოებაში, საერთო პლატფორმის შექმნაში. გიგი უგულავას მადლობა ვუთხარი მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, რაც გააკეთეს გიგიმ და სხვა ლიდერებმა. ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, მათ ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი. ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ეს ორი პარტია და ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია".

რედაქტორის მინაწერი: მიდი, მიხო, "ნაცმოძრაობაში" ვინმეს ცოლი წაართვი, გიგილოს შერთე (ცალი კალოშივით არი დარჩენილი) და უფრო მყარი ოჯახი გექნებათ!