ირაკლი იაშვილი: ჩვენ ისევ დავმარცხდით, ისევ გვაჯობეს ჭკუით!

ირაკლი იაშვილი: ჩვენ ისევ დავმარცხდით, ისევ გვაჯობეს ჭკუით!

ირაკლი იაშვილი (ბიზნესმენი):

ჩვენ ისევ დავმარცხდით! ისევ გვაჯობეს ჭკუით! ჩვენ ისევ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ხალხი ჩაგრულებად, დევნილებად და უფლება აყრილებად შერაცხულიყო. მათი მიზანი მიღწეულია! გარე სამყაროს თვალში, განსაკუთრებით მათი დონორების თვალში ასეც მოხდა. ეჭვი არ შეგეპაროთ ერთი წამი იმაში, რომ ამის შემდგომ მათი ბიუჯეტი კიდე უფრო გაიზრდება! ამ გაზრდილი ბიუჯეტით კიდე უფრო მეტ ადამიანს მიიზიდავენ თავისთან, და, ერთი ცნობილი პერსონაჟისა არ იყოს, მალე მთელი სოფელი ეგენი გახდებიან! სწორედ ეს არის მათი მიზანი და ამ გოთვერნული მიზნისკენ ყოველდღიურად, მიზანმიმართულად წინ მიიწევენ. აშკარად ვიღაც ჩკვიანი მართავს მათ პროცესს! ძვირფასო ჩემი პოსტის წამკითხველო, გარწმუნებ, რომ მათ შენზე გაცილებით მეტი შემოსავალი აქვთ, და ღარიბ ქვეყანაში ფულს სუნი არ ასდის! მათთვის ყველაზე არასასურველი და ფატალური არის სწორედ იგნორირება. ამით დამარცხდებიან ეგენი და არა კომბლებით! ჩვენ ვერავის პირად სივრცეში ვერ შევიჭრებით, და ვერ ავუკრძალავთ უკანალის არასათანადოთ გამოყენებას (ნუ, რა თქმა უნდა ჩვენი აზრით, რადგან მათი აზრით პირიქით არის). ვიმეორებ, ვერ ავუკრძალავთ, რადგან პირადი სივრცე არის წითელი ხაზით შემოფარგლული და იქ ვერ შევიჭრებით! მაგრამ, ღია სივრცეში მათი დევნა არის სწორად ის, რაც მათ სურთ. ამიტომ, პატივცემულო ბატონებო, ნუ ჩაეწერებით მათ სცენარში, ნუ წამოეგებით თითებზე და ნუ აკეთებთ მათ საქმეს! გაუშვით, გაიარონ და გამოიარონ კიდევაც. ნუ გაზრდით მათ ბიუჯეტს და ამის შედეგად მათ რაოდენობას გეომეტრიული პროგრესიით!!!