ლევან ნიკოლეიშვილი: ჩვენ მართლაც მშვიდობით თუ გავიმარჯვებთ!

ლევან ნიკოლეიშვილი (ანალიტიკოსი):

არ შეძლება კიდევ ერთხელ არ აღვნიშნოთ იმ მებრძოლი ბიჭების შესახებ, რომლებიც პირნათლად ემსახურნენ თავიანთ ქვეყანას. არ შეძლება, თავი არ დავხაროთ და პატივი არ მივაგოთ მათ ხსოვნას, სამარადისო დიდება მათ...

2008 წლის აგვისტო ნათელი გაკვეთილია იმისა, თუ რა შეიძლება მოუტანოს უგუნურმა, თავის პოლიტიკური ტყავის გადარჩენით შეპყრობილმა და პოლიტიკურად გაკოტრებულმა ხელისუფალმა თავის ქვეყანას.

ეს უნდა იყოს გაკვეთილი იმისა, თუ რა არის მშვიდობისა და სტაბილურობის ფასი, ქვეყნისა და შენი ხალხის რეალური სიყვარული...

კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, ასჯერ ავწონ-დავწონოთ და გავაანალიზოთ, თუ რა მოხდა მაშინ...

ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააერთიანებს და განავითარებს, სწორი, გონივრული, პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებაა. მართლაც მშვიდობით თუ გავიმარჯვებთ!