2020-2021 წლებში ეტაპობრივად დასრულდება 63 ახალი სკოლის მშენებლობა

2020-2021 წლებში ეტაპობრივად დასრულდება 63 ახალი სკოლის მშენებლობა

,,განათლების რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში 2019 წლიდან დავიწყეთ და გავაგრძელებთ სკოლების და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას.  2020-2021 წლებში ეტაპობრივად დასრულდება 8400 მოსწავლეზე გათვლილი 63 ახალი სკოლის მშენებლობა და 87 არსებული სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელიც წელს დავიწყეთ“-ამის შესახებ მაია ცქიტიშვილამა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, წელს პირველად მუნიციპალიტეტები ახორციელებენ სკოლებში 20 მილიონი ლარის მცირე სარემონტო სამუშაოებს და წლის ბოლომდე 642 სკოლაში მოწესრიგდება პირველი რიგის საბაზისო ინფრასტრუქტურა.

სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კვლავ გაგრძელდება და მომავალ წელს უკვე მუნიციპალიტეტებსაც შეეძლებათ მცირე ზომის სკოლების მშენებლობის დაწყება, რაც მაია ცქიტიშვილის თქმით, სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გარდა, ხელს შეუწყობს  მუნიციპალიტეტებში საჭირო კომპეტენციის ზრდასაც.