ლევან ნიკოლეიშვილი: ამ ომში გამოჩნდნენ ლაჩრები

ლევან ნიკოლეიშვილი: ამ ომში გამოჩნდნენ ლაჩრები

„უნდა  ვიცოდეთ  მოღალატეები,  რომლებმა  ამ  ომამდე  მიიყვანეს  ჩვენი  ქვეყანა. ამ ომში  გამოჩნდნენ  ლაჩრები“ -  განაცხადა ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის ანალიტიკურ გადაცემაში - „დისკუსია“.
„ქვეყანამ  ომი  წააგო, სააკაშვილმა  კი შეძლო,  შემდეგ  გარკვეული  მანიპულაციები  ჩაეტარებინა  და კიდევ  4  წლით  შეინარჩუნა  ხელისუფლება. მეტიც,  მან ეს  წაგებული  ომი  არაერთხელ  წარმოგვიჩინა  მოგებულად  და თავისი თავი  გველვეშაპთან - რუსეთის  დიდი  ბოროტმოქმედი იმპერიის  წინააღმდეგ   მებრძოლ  ადამიანად. რეალობა  სულ სხვაა“- განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილი  ამ ომის  დაწყების ერთ-ერთი  ფაქტორი  იყო. 
„ეს  იყო  ადამიანი, რომელმაც  საფრთხე  ვერ  აიცილა.  ომი  რომ რუსეთმა  დაიწყო და  გუშინ არ  დაუწყია საქართველოს  წინააღმდეგ, ამაში  ეჭვი არავის  ეპარება, მაგრამ შეეძლო  თუ  არა  სახელმწიფოს,  ჩვენს პოლიტიკურ  ელიტას ამ  ომის აცილება? მე  რომ  მიკითხოთ,  შეეძლო. იყო  ბევრი  მექანიზმი. ომი  ყოველთვის  არის  ბოლო გამოსავალი,  რომ  საკითხი  გადაიჭრას  ასე  თუ ისე.  მან  ეს  ვერ  შეძლო. მან  არათუ  ეს  ვერ  შეძლო, ბიძგიც  კი  მისცა  იმას, რომ ეს  ყველაფერი  გაღვივებულიყო და ამ  პროვოკაციაში  შევსულიყავით.  ამის  შესახებ  მას  აფრთხილებდა  მთელი საერთაშორისო  საზოგადოება. რატომღაც  ბევრს  ჰგონია, ომის მოგება მხოლოდ  თავდაცვის სამინისტროს  პრეროგატივაა. ამას  სჭირდება  მოსახლეობის  მხარდაჭერა, მთელი  რიგი პროცედურების  განხორციელება და  მობილიზაცია. აქ  არ  არის  მხოლოდ რეზერვის მობილიზაციაზე  საუბარი.  ამას  სჭირდემა  უმთავრესი - საერთაშორის  მხარდაჭერა. ასეთი მხარდაჭერა  აუცილებელია  ისეთი  პატარა  ქვეყნისთვის,  როგორიც საქართველოა. მითუმეტეს,  არ შემეშინდება  ამის  თქმა, როცა ისეთ  უაზრობას   აკეთებ  როგორიც რუსეთთან ომია. მას საერთაშორისო მხარდაჭერაც  არ ჰქონდა. როდესაც ეს  ყველაფერი სახეზე გაქვს, არ  გაქვს ამოწურული საერთაშორისო მექანიზმები, არ  გაქვს  გამოყენებული  საერთაშორისო ტრიბუნა, არ კივიხარ მთელი  მსოფლიოს  გასაგონად,  რომ მიშველეთ,  რუსეთი რაღაც  ცუდ ს  აპირებს და პირდაპირ შედიხარ იმ  ხაფანგში, რისი  იმედი უნდა  გქონდეს?“ - აცხადებს ნიკოლეიშვილი. 
ექსპერტი იხსენებს, რა ხდებოდა ამის შემდეგ რუსთაველის გამზირზე. 
„რუსთაველზე  მომღიმარი სახით  იდგა  სააკაშვილი, მიუხედავა იმისა, რომ მან მშვენივრად იცოდა რომ  ომში  დამარხცხდა. ის  კმაყოფილი  იყო  იმით, რომ  მისი  ხელისუფლება არ ჩამოიშალა და არ  დაინგრა. მას  საერთოდ არ  ინტერესებდა, რა  მოხდა  რეალობაში  და  რა  ტერიტორიები  დავკარგეთ  ჩვენ“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.