ზვიად კვაჭანტირაძე: არა, ამ ფასად არაფერი მიღირს და არაფერი მინდა!

ზვიად კვაჭანტირაძე: არა, ამ ფასად არაფერი მიღირს და არაფერი მინდა!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ სიუჟეტებს ეხმაურება, სადაც ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს:

"მე ერთი რამე ვიცი, აი, ამ ფასად, როცა ყველაფერზე ხელს აწერ უფრო მეტი და მეტი ფულის მისათვისებლად, მიდიხარ უბინძურეს პოლიტიკურ თამაშში, ფაბრიკაციებზე, ცილისწამებებზე!
...არა, ამ ფასად არაფერი მიღირს და არაფერი მინდა, არც პარლამენტის წევრობა, არც რამე სახელმწიფო სამსახური, არც ამ გზით ნაშოვნი ფული, არც ერთი თეთრი და საერთოდ არაფერი. ასეთ ხალხთან ურთიერთობაც არ მინდა საერთოდ. სიცოცხლეს შეგაზიზღებენ, ეს ნაძირლები.
ის, რაც ვნახე და მოვისმინე, არის ჩვეულებრივი სითახსირე. აქ სირცხვილზე საუბარი საერთოდ ზედმეტია. იმედი მაქვს, პატიოსანი ბიზნესმენები მაინც ამოიღებთ ხმას ამ თეატრის გამოსააშკარავებლად. თქვენ მაინც ხომ იცით, რომ დღეს , როგორც არასდროს, ისე ხართ ხელშეუხებლები ყოველგვარი შევიწროებისგან და სარგებლობთ მაქსიმალური ხელშეწყობით
ეს ყველაფერი ხომ წინასაარჩევნო მასკარადია"!