მზია პატარკაციშვილი: მეგონა, ამ ცხოვრებაში აღარაფერი გამაკვირვებდა

მზია პატარკაციშვილი: მეგონა, ამ ცხოვრებაში აღარაფერი გამაკვირვებდა

ბადრი პატარკაციშვილის და, მზია პატარკაციშვილი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს (სადაც საუბარია, თუ როგორ იგეგმებოდა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა) და საზოგადოების დღევანდელ განწყობას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება:

"მეგონა, ამ ცხოვრებაში აღარაფერი გამაკვირვებდა, მაგრამ როცა გავხსენი გვერდი, გამახსენდა წინა ხელისუფლების პერიოდი, როცა შეშინებული ადამიანები, ხედავდნენ სასტიკ სისტემას და ხმას არ იღებდნენ... დღეს რაღამ შეგაშინათ, ხალხო? ნუთუ კომენტარიც არ გაქვთ ასეთ დანაშაულთან დაკავშირებით? მთელი დღეების განმავლობაში ჭორაობა მიდის... რა თემაზე აღარ ლაპარაკობთ, ბოროტება, ღვარძლი, ლანძღვა, გინება... და ..
ნუთუ ასეთმა შოკისმომგვრელმა კადრებმა არ აგაღელვათ???
დღესაც გეშინიათ???
ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ძალიან სამწუხარო"!!!