კახა კალაძე: ამას მარტივი სახელი ქვია - საკუთარი ქვეყნის მტრობა

კახა კალაძე: ამას მარტივი სახელი ქვია - საკუთარი ქვეყნის მტრობა

“დაუშვებელია "პატრიოტიზმით" შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ “- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, თბილისის მერი კახა კალაძე ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას პუტინის რუსულ ენაზე პირდაპირ ეთერში გუცენზუროდ მოხსენიებას.

როგორც კალაძე წერს, გაბუნიას ამ ქმედებას  საკუთარი ქვეყნის მტრობა ჰქვია.

"ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია "პატრიოტიზმით" შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ.

ამას მარტივი სახელი ქვია - საკუთარი ქვეყნის მტრობა.​​​

ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!"- წერს კახა კალაძე.