ზაზა შათირიშვილი: „ნაცმოძრაობამ“ ამოწურა საკუთარი თავი, რევოლუციის დრო დასრულდა

ზაზა შათირიშვილი: „ნაცმოძრაობამ“ ამოწურა საკუთარი თავი, რევოლუციის დრო დასრულდა

ჩვენ ყველანი ვხედავთ ამ კასტის, თუ ძალის აბსოლუტურ დესტრუქციულობას. "ნაცმოძრაობას“ ყავლი მალე გაუვიდოდა, მაგრამ ამ ბოლო აქციით თვითონ დააჩქარეს პროცესი და თვითონ დაიმარხეს საკუთარი თავი. ახალი გეოპოლიტიკა, რომელიც ჩვენს თვალწინაა, მილიტარისტული ჯვაროსნობის ნაცვლად გვთავაზობს ახალ სურათს, სადაც არის არა მილიტარისტული, არამედ ეკონომიკური დაპირსპირება. დღეს შეკვეთა აღარ არის რევოლუციებზე და იმ ჯგუფებზე, რომლებიც ემსახურებიან რევოლუციას,- ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა

,,ეს ჯვაროსნული წარმოდგენა დემოკრატიის გავრცელებაზე - დღეს აშკარად შეიცვალა. ახალი გეოპოლიტიკა, რომელიც ჩვენს თვალწინ არის, მილიტარისტული ჯვაროსნობის ნაცვლად გვთავაზობს ახალ სურათს, სადაც არის არა მილიტარისტული, არამედ ეკონომიკური დაპირსპირება. დღეს შეკვეთა აღარ არის რევოლუციებზე და იმ ჯგუფებზე, რომლებიც ემსახურებიან რევოლუციას. „ნაცმოძრაობას“ ყავლი მალე გაუვიდოდა, მაგრამ ამ ბოლო აქციით თვითონ დააჩქარეს პროცესი და თვითონ დაიმარხეს საკუთარი თავი. არ ვიცი ეს რამდენად რეფლექსირებულია, რამდენად გააზრებული აქვთ, მაგრამ ინტუიტურად ამას გრძნობენ. გეოპოლიტიკური ცვლილებიდან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი დრო მოვიდა, რომელიც არის ბევრად უფრო რთული, ბევრად უფრო ზომიერი; სადაც დაპირისპირება გადის არა პირდაპირ მილიტარისტულ ქმედებებზე, არამედ ეკონომიკაზე, ტექნოლოგიებთან დაკავშირებით დაპირისპირებაზე. საჭიროა ახალი, სხვა ტიპის, უფრო ზომიერი, უფრო გაწონასწორებული, არარადიკალური ძალები. ასე რომ აქ ორი რამ მოხდა: პირველი, კონიუნქტურა შეიცვალა საზოგადოდ და მეორე, თვითონ „ნაცმოძრაობამაც“ ამოწურა საკუთარი თავი. როგორც ჩანს, რევოლუციის დრო დასრულდა“,- განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.