ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თემაზე პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თემაზე პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, სასტუმრო რედისონში“, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მხარეებმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, AIIB, ADB, OPIC) მიერ წარმოდგენილ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებულ მოსაზრებები, კვლევებ და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის" სესხის გაცემის პირობები განიხილეს. ეს პირობები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და კრედიტორების მიმართ კონსორციუმის ვალდებულებების სახელმწიფოს მიერ  უზრუნვეყოფას გულისხმობს, ასევე - პორტის განვითარების ფაზების ახლებურ რეგულირებას და სხვა ცვლილებებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და საქართველოს მთავრობას შორის დადებულ ხელშეკრულებაში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ დიალოგი კონსორციუმის მიერ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისათვის საჭირო დაფინანსების მოპოვების და პროექტის წარმატებულად განხორციელების მიზნით.