სანდრო ბრეგაძე: „ქართული მარში“ არ დაუშვებს სააკაშვილის ბანდის რევანშს!

სანდრო ბრეგაძე: „ქართული მარში“ არ დაუშვებს სააკაშვილის ბანდის რევანშს!

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„დღეს მიხეილ სააკაშვილმა ეროვნულ-კონსერვატორული ფლანგის დაკავებაზე პრეტენზია ღიად განაცხადა. სააკაშვილმა და „რუსთავი 2“-მა შესანიშნავად იციან, რომ სანამ იარსებებს „ქართული მარში“, მანამდე სააკაშვილის პერსპექტივა, რომ დაიკავოს ეროვნული ლიდერის პოზიცია - გამორიცხულია!!! სწორედ ეს ფაქტორია „რუსთავი 2“-ის გავეშების მიზეზი „ქართული მარშის“ წინააღმდეგ!!! ერთხელ სააკაშვილმა 2003 წელს მოატყუა ხალხი, რომ ის ეროვნულ-კონსერვატორი ლიდერია, ამიტომაც წამოიყვანა მოწინავე ავტობუსი წალენჯიხიდან და შეპირდა ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბებას. რეალობაში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვიხილეთ ლიბერასტი - ეკლესიის მტერი-შევარდნაძის მოწაფის მმართველობა.

 „ქართული მარში“ ვერ და არ დაუშვებს ეროვნულობას ამოფარებული სააკაშვილის ლიბერასტული პოლიტიკური ბანდის რევანშს. ეს იქნება ძალზედ მწვავე ბრძოლა, რომელიც მხილებით და ჭეშმარიტი ეროვნული ძალების გამარჯვებით დასრულდება!!!“ - წერს ბრეგაძე.