გია გაბრიჭიძე: ხალხო, გეკითხებით, არ მოგწყინდათ ეს მოტივტივე საგნები?!

გია გაბრიჭიძე: ხალხო, გეკითხებით, არ მოგწყინდათ ეს მოტივტივე საგნები?!

გია გაბრიჭიძე (ჟურნალისტი):

ძალიან "საინტერესო" სიტუაციაა
ვიღაც ტიპები, რომლებიც იბრალებენ პოლიტიკოსობას და ძალიან ბერი წელი ბიუჯეტის, ანუ ჩვენს ფულს ხრავდნენ, მაგალითად: გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, მურმან დუმბაძე, ის .. "კვალიფიციური პარტიები" და ათასი ნაძირალა, რომლებიც მხოლოდ იმის გამო, რომ კარგი ადამიანების შვილები, ვიღაცის ჯგუფელები, ვიღაცას დროზე უღალატეს ... აღმოჩნდნენ სატივტივო ადგილას (და მსგავსნი დღევანდელ სივრცეშიც ძაააალიან ბევრნი არიან), ისევ ცდილობ, რომ ტბაში ჩაკუკებულებივით ამოტივტივდნენ და თუ ზუსტად დავინახავთ მათ სურვილს, ადვილად მივხვდებით, რომ მათ უნდათ არა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, არა საზოგადოების პრობლემების გათავისება, არამედ ტივტივი! ისევ და ისევ ტივტივი!
სანამ ხალხი არ ვეტყვით ამათ - ახლა დაახვიეთ აქედანო და სანამ მოტივტივე საგნებზე დახარბებული მედია მათზე ილაპარაკებს, მუდამ ამ იდიოტურ მდგომარეობაში ვიქნებით.
ხალხო, თქვენ გეკითხებით: არ მოგწყინდათ ეს მოტივტივე საგნები?
არა? კარგი, აბა, თქვენ იცით
შორიდან გამოგიგზავნით ჰაეროვან კოცნას (ახლოს სუნი შემაწუხებს).