სანდრო ბრეგაძე: არა სააკაშვილის ჰიტლერულ ფაშიზმს!

სანდრო ბრეგაძე: არა სააკაშვილის ჰიტლერულ ფაშიზმს!

სანდრო ბრეგაძე ("ქართული მარშის" ლიდერი):

თუ გსურთ, ნახოთ განსხვავება ფაშიზმსა და ეროვნულობას შორის, მაშინ აიღეთ სააკაშვილის განცხადებები და შეადარეთ "ქართული მარშის" განცხადებებს, თითქოს თემა ერთია -მიგრაციის პრობლემა, მაგრამ მიდგომა სააკაშვილისა არის ფაშისტური, ხოლო "ქართული მარშის" - ეროვნული. ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ წინააღმდეგნი ვართ ტურისტებისა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით უკანონო-არალეგალ მიგრანტებს, რომლებიც კრიმინალურ ბიზნესს ეწევიან და არა საქართველოს დასათვალიერებლად ჩამოსულ ტურისტებს. ფაშისტი სააკაშვილისგან განსხვავებით, არასოდეს გვიწოდებია მათთვის ჯღანები და მაიმუნები, რადგან ადამიანის გარეგნობაზე აპელირება საძრახის საქმედ მიგვაჩნია. როდესაც "მარში" ეწინააღმდეგება უცხოელი კრიმინალების მოზღვავებას საქართველოში, ეს არ გულისხმობს ფაშიზმს და რომელიმე ეროვნების სიძულვილს, პირიქით, ეს არის ჩვენი ეროვნული იდენტობის დაცვა და სხვისი პტივისცემა. მესმის, რომ სააკაშვილი ყველაფერს კადრულობს ხმების მოსაზიდად, ეროვნულად განწყობილი ელექტორატის მოსაპოვებლად, მაგრამ ჩვენი ეროვნულობა და სააკაშვილის ფაშიზმი ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისგან. სააკაშვილი ჰიტლერის ჩინური-ყალბი ასლია, ჰიტლერმა ეროვნულობას და ნაციონალიზმს ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა, თავისი სადისტურ-მანიაკალური იდეებით, წითელი აუნთო ნაციონალიზმს, რომელსაც საუკუნე დასჭირდა დაემტკიცებინა - ფაშიზმი და ნაციონალიზმი აბსოლიტურად სხვადასხვა ცნებებია. სააკაშვილის მანიაკალური მმართველობა თავისი სისასტიკით ხომ ფაშიზმის ზუსტი ასლია. სააკაშვილის განცხადება არის კაცთმოძულე - ფაშისტური,"ქართული მარშის" პოლიტიკა ეფუძნება კაცთმოყვარეობის - ყველა ერის პატივისცემის და ქართველი ერის უზენაესი - ნაციონალური ინტერესების დაცვას.ამიტომ განწირულია სააკაშვილის მიერ ეროვნულდ მოაზროვნე ხალხის გადაბირება, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ვიცით მისი ბრძოლა ეკლესიის, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, გვახსოვს, რომ სწორედ სააკაშვილმა გაუხსნა საზღვრები უკანონო მიგრაციას და მისი ხელისუფლების "დამსახურებაა" ის, თუ რა ხდება აღმაშენებლის გამზირზე, ქუთაისის ქუჩაზე თუ სხვა უკანონო-კრიმინალ მიგრანტთა ბუდეებში. არა სააკაშვილის ჰიტლერულ ფაშიზმს, გაუმარჯოს ილიას, ზვიდის და მერაბის ეროვნულ იდეაზე აშენებულ საქართველოს!!!