არაკომპეტენტური, მატყუარა თუ მიშისტი? ვინ არის სოროსის ფონდის უფროსი? 

არაკომპეტენტური, მატყუარა თუ მიშისტი? ვინ არის სოროსის ფონდის უფროსი? 

,,სოროსის“ ფონდის ხელმძღვანელმა საჯაროდ იცრუა - POSTV-ის ,,მედია რენტგენი“

ინტერნეტ ტელევიზია POSTV ,, ღია საზოგადოება საქართველოს“  ხელმძღვანელს თამარ ხუციშვილს სიცრუეში ამხელს. 

,,მედია რენტგენის“ ავტორი და წამყვანი შალვა რამიშვილი,  TV1-ის ეთერში, სანაია-ჟიჟილაშვილის წყვილთან,  ქეთი ხუციშვილის სტუმრობის შესახებ გვიყვება, სადაც ,, სოროსის“ ფონდის  ხელმძღვანელმა თქვა, რომ  20-21 ივნისს,  აქციის დაშლისას ძალის გადამეტებაზე,  არც ერთ ძალოვანს არაფერი არ მოჰკითხეს,  აღნიშნულის თაობაზე არც სასამართლოს და პროკურატურას არაფერი  უთქვამთ. 
სინამდვილეში კი გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისს, შს სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, აქციის მონაწილეთა მიმართ შესაძლოს ძალის გადამეტების საქმეზე ამჟამად სისხლის სამართლის პასუხისგებაში სამი პირია მიცემული და ამასთან დაკავშირებით ჩატარდა საჯარო ბრიფინგები, რომელიც გააშუქა მედიამ და დაინტერესებულ , ობიექტურ პირს,  ეს ინფორმაცია არ გამორჩებოდა. 
,,სოროსის“ ფონდის უფროსმა TV1-ის   ეთერში საჯაროდ იცრუა, ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა  ტყუილი არ გაუსწორეს,  გაატარეს, აწყობდათ და რატომ გაუსწორებდნენ,- ამბობს ,,მედია რენტგენის“ ავტორი და წამყვანი შალვა რამიშვილი. 
რამიშვილის თქმით, თამარ ხუციშვილი არა არის  ,,ენჯეო“  სექტაში ხელწამოსაკრავი ფიგურა და  ის განაგებს ფულს, რომელსაც ,,ენჯეოშნიკებს“  გრანტების სახით ურიგებს. 
,,ამრიგად ჩვენ ერთ-ერთ მთავარ ენჯეო კასირად გვყავს ქალბატონი რომელიც: ა) საოცრად არაკომპეტენტურია და რას ლაპარაკობს თავადაც არ იცის;  ბ) უსინდისო მატყუარაა, რადგან ძალიან კარგად იცის რომ ცრუობს,  მაგრამ ასე სჭირდება პოლიტიკურად;  3) ,,მიშისტურ“   საპნის ბუშტში ცხოვრობს  და მისი ტვინი  უბრალოდ არ ღებულობს  იმ ინფორმაციას, რომელიც ქართული ოცნების პრორუსულობის მითს ანგრევს, ანუ ამ პირს აქვს თავისი მკაფიო მოდუს ვივენდი, რომელშიც ბიძინა რუსი ოლიგარქია, გახარია - სისხლიანი ჯალათი, ხოლო გიგა ბოკერია კი  - თავისუფლებისათვის მებრძოლი რაინდი. ვერანაირი ფაქტი ამ საზრისს ვერ შეუცვლის;  რომელი ვერსიაა სწორი ა,  ბ, თუ გ ? ვეჭვობ მაგრამ სამივე - ამბობს რამიშვილი.